ახლა ყველა იმაზე მსჯელობს, თუ რამ დაღალა პეპი. ალბათ, უპრიანია, ეს მიზეზები ჩვენც მოვიძიოთ. მით უმეტეს, საქმე რიგით მოვლენასთან არ გვაქვს. მეტიც, საუბარია მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ სპეციალისტზე.
მწვრთნელზე, რომელიც ამ დროისთვის კარიერის
ფეხბურთს სჭირდება პეპი და პეპს სჭირდება ფეხბურთი. დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია. მაინც, რით დაიღალა გვარდიოლა? შევეცადოთ გაანალიზებას.
მოტივაციის ნაკლებობა
გვარდიოლამ ამ ეტაპზე მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც ამ დროისათვის შეიძლებოდა. იმ სამი წლის განმავლობაში პეპი პრემიერლიგის მოგებასაც იმედოვნებს. ამის შემდეგ, ერთი შეხედვით, მას აღარ დარჩება მოტივაცია.ისე, კაცმა არ იცის, რა იქნება სამი ან მეტი წლის შემდეგ. გვარდიოლა ჩვეულებრივი ადამიანია და ადამიანების აზრები ძალიან ხშირად იცვლება. ერთიც ვნახოთ და პეპს მშობლიურმა "ბარსელონამ" უხმო?
ამ დროისათვის გვარდიოლას მოტივაცია დააკლდა - მის ძარღვებშიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანის სისხლი ჩქეფს.
ემოცია
ნებისმიერი ადამიანისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ემოციური ფონი სდევს თან მის მიერ გაკეთებულ განცხადებას. საგულისხმოა, რომ გვარდიოლამ ეს განცხადება "ბარნლისთან" მოგებული მატჩის შემდეგ გააკეთა. მართალია, იმ შეხვედრაში "სიტიმ" მოიგო, მაგრამ პეპი ძალიან გაბრაზდა. მან ინგლისელ ჟურნალისტებთან მომხდარის თაობაზე ჟოზე მოურინიოს სტილში ისაუბრა. პეპი ცინიკური იყო და სიბრაზეს მალავდა, მაგრამ რიგ შემთხვევებში უშედეგოდ. პეპმა ასე საუბარი არ იცის. ის, უბრალოდ, გაბრაზებულია. ვინ იცის, იქნებ ამ გაბრაზების ნაყოფი იყოს მისი ბოლო განცხადება?!
მილიარდერის იმიჯი
შესაძლოა, პეპ გვარდიოლას უნდა, რომ მილიარდერის იმიჯი მოირგოს. საყურადღებო იყო განცხადება იმის თაობაზე, რომ ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ პეპი გოლფის თამაშს აპირებს.რეალურად ასე მილიარდერები იქცევიან. ნებისმიერ ადამიანს აქვს სრული უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი, მაგრამ ჩვენ მაინც არ გვემეტება ჯერაც ახალგაზრდა და შემართებით სავსე პეპი მხოლოდ გოლფისათვის.
პრემიერლიგის ფაქტორი
შესაძლოა, ყველაფერი პრემიერლიგის ფაქტორით ავხსნათ. ინგლისურ ლიგას ბევრი რთულად ეგუებოდა. საიდუმლო არავისთვისაა, რომ პრემიერლიგა ერთ-ერთი რთული ლიგაა მსოფლიოში.ადრე თუ გვიან, გვარდიოლა აუცილებლად შეეგუება პრემიერლიგას და იქნებ მას აპათიამაც გაუაროს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"