სერია A. XXXV ტური: იგუაინმა "იუვენტუსი" მარცხისგან იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
6 მაისს იტალიის სერია A-ს 35-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

"ნაპოლიმ" "კალიარის" უმასპინძლა და დრის მერტენსის დუბლისა და ლორენცო ინსინიეს გოლის წყალობით, მეტოქე 3:1 დაამარცხა. ამით მაურიციო სარის გუნდი მეორე ადგილზე გადავიდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტურინის დერბიში "იუვენტუსი" უკანასკნელ წამებზე გადაურჩა მარცხს 10-კაციან "ტორინოსთან" მატჩში. სტუმრები ადემ ლიაიჩმა დააწინაურა, 92-ე წუთზე კი "ბებერი ქალბატონი" გონსალო იგუაინის გოლმა იხსნა მარცხისგან.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

2015 წლის 23 სექტემბრის მერე "იუვენტუსმა" ჩემპიონატში პირველი ქულები დაკარგა ჩემპიონატში. ამ ტურში მასიმო ალეგრის გუნდი ვერანაირად ვეღარ გაინაღდებს ჩემპიონობას.

შაბათი. 6 მაისი
ნაპოლი-კალიარი 3:1
გოლები: 1:0 მერტენსი (2), 2:0 მერტენსი (49), 3:0 ინსინიე (67), 3:1 ფარიასი (92)

იუვენტუსი-ტორინო 1:1
გოლები: 0:1 ლიაიჩი (52), 1:1 იგუაინი (92)
გაძევება: აკუა (57. ტორინო)

კვირა. 7 მაისი
უდინეზე-ატალანტა 14:30
ემპოლი-ბოლონია 17:00
პესკარა-კროტონე 17:00
სასუოლო-ფიორენტინა 17:00
ჯენოა-ინტერი 17:00
კიევო-პალერმო 17:00
ლაციო-სამპდორია 17:00
მილანი-რომა 22:45

1. იუვენტუსი - 85 ქულა; 2. ნაპოლი - 77; 3. რომა - 75; 4. ლაციო - 67; 5. ატალანტა - 64.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული