სერია A. ბოლო ტური: "იუვენტუსს" ბოლო ტურში 17 წლის ბიჭმა მოაგებინა

AutoSharing Option
27 მაისს იტალიის სერია A-ს ბოლო ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

ჩემპიონმა ტურინის "იუვენტუსმა" სტუმრად 2:1 მოუგო "ბოლონიას". მასპინძლები ტაიდერის გოლით იგებდნენ, მაგრამ ჯერ პაულო დიბალამ გაათანაბრა, მე-4 დამატებულ წუთზე კი "იუვენტუსს" 17 წლის მოიზე კინმა მოაგებინა.

"ატალანტამ" 1:0 მოუგო "კიევოს" ალეხანდრო გომესის გოლის წყალობით. "ატალანტა" 72 ქულით მე-4 ადგილზე გადავიდა, თუმცა "ლაციოს" ორი ქულით ნაკლები აქვს და ერთი თამაში რეზერვში.

შაბათი. 27 მაისი
ატალანტა-კიევო 1:0
გოლი: 1:0 გომესი (52)

ბოლონია-იუვენტუსი 1:2
გოლები: 1:0 ტაიდერი (52), 1:1 დიბალა (70), 1:2 კინი (94)

კვირა.
28 მაისი
კალიარი-მილანი 17:00
რომა-ჯენოა 20:00
სამპდორია-ნაპოლი 20:00
პალერმო-ემპოლი 22:45
კროტონე-ლაციო 22:45
ფიორენტინა-პესკარა 22:45
ტორინო-სასუოლო 22:45
ინტერი-უდინეზე 22:45

1. იუვენტუსი - 91 ქულა; 2. რომა - 84; 3. ნაპოლი - 83; 4. ატალანტა - 72; 5. ლაციო - 70.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული