ვერც ერთი ევროპული გრანდი და ტიტული ვერ შეცვლიდა იმ სიყვარულს, რომელიც ტოტიმ "ოლიმპიკოს" ტრიბუნებზე შეკრებილი 70 000 გულშემატკივრისგან იგრძნო. ქვემოთ კომენტარებს გაეცნობით, რომლებიც "რომა"-"ჯენოას" მატჩის შემდეგ გავრცელდა...
ჯეიმს პალოტა ("რომას" პრეზიდენტი): "ხედავთ, თუ რამხელა სიყვარული აქვთ გულშემატკივრებს ფრანჩესკო ტოტის მიმართ. ის ლეგენდაა, რომლის სახელიც არასდროს წაიშლება. ჩვენ ყველას
ლუჩანო სპალეტი ("რომას" მწვრთნელი): "ფრანჩესკო დიდი ადამიანია და გულშემატკივართა ემოციამ ეს დაგვანახა. ბრწყინვალე ფეხბურთელი და არანაკლებ კარგი პიროვნებაა, რომელიც სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებს. მისი სიყვარული ამ გუნდისა და ქალაქის მიმართ გულწრფელი და განუზომელია. ჩემი აზრით, ტოტი "რომას" ვიცე-პრეზიდენტი უნდა გახდეს, რადგან ამას იმსახურებს. ფრანჩესკოს მოენატრება თამაში, რადგან ამაზე მეტად მას არასდროს არაფერი ყვარებია".
ალესანდრო ფლორენცი (რომა): "ჩემთვის რთულია იმის დაჯერება, რომ ტოტის მოედანზე ვეღარ ვიხილავ. იმედია, ხშირად გვესტუმრება ბაზაზე და იქ მაინც ვითამაშებთ. ის არის ლეგენდა, რომლის მსგავსი სხვა არავინ მინახავს. ალბათ, საოცარი განცდაა, როდესაც ამდენ ხალხს ასე ძალიან უყვარხარ - ამის მიღწევა მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ. ტოტი არის და ყოველთვის იქნება ჩემი კერპი".
სტეფან ელ შაარავი (რომა): "ბედნიერი ვარ, რომ ფრანჩესკო ტოტის მხარდამხარ ვთამაშობდი. მისი მოედანზე ყოფნა უდიდეს ძალას გვაძლევდა და ვერც კი წარმომიდგენია "რომა" მის გარეშე. როდესაც ყოველდღიურად ფრანჩესკოსთან ერთად ვარჯიშობ, ეს დიდი პრივილეგიაა, რომელიც უნდა დააფასო. მე ვაფასებ ყველა წუთს, რომელიც ტოტისთან ერთად გავატარე. დარწმუნებული ვარ, რა საქმესაც არ უნდა მოკიდოს ხელი, ყველაფერში წარმატებული იქნება. ტოტიმ აუცილებლად უნდა იღვაწოს მშობლიური გუნდისთვის".
დანიელე დე როსი (რომა): "ფრანჩესტო ტოტიზე ლაპარაკი დაუსრულებლად შეიძლება. ის ლეგენდაა და დიდი კაპიტანი, რომელსაც ვერავინ შეცვლის. ჩემთვის დიდი პროვილეგიაა, რომ მასთან ერთად ბევრი წელი ვითამაშე - გავიზიარე მწუხარება და დიდი სიხარული როგორც გუნდში, ისე ეროვნულ ნაკრებში. ტოტი არის უნიკალური მოვლენა, რომელმაც დიდი კვალი დატოვა ფეხბურთის ისტორიაში - ის კიდევ სჭირდება "რომას" და მას ჯერ კიდევ ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთება შეუძლია თავისი გუნდისთვის".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"