ცნობილია, რომ ლუჩი, "მილანის" წარმომადგენლებთან ერთად, "იუვეს" გენერალურ დირექტორს, ჯუზეპე მაროტას შეხვდა. განსახილველი თემა ლეონარდო ბონუჩის ტურინიდან მილანში გადასვლა იყო.
შეხვედრის შემდეგ 30 წლის ცენტრალური მცველის აგენტმა შემდეგი განაცხადა: "რა ემოციები მაქვს შეხვედრის შემდეგ? არანაირი. ჯერჯერობით, იძულებულები ვართ, მოვიცადოთ".
გავრცელებული ინფორმაციით, "მილანი" ბონუჩის უკვე შეუთანხმდა და ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, ფეხბურთელს წელიწადში 7 მილიონ ევროს გადაუხდის. ახლა ჯერი კლუბებს შორის მოლაპარაკებაზეა.
ბონუჩის "იუვენტუსიდან" წასვლის მიზეზად თანაგუნდელებთან და მთავარ მწვრთნელთან
ვრცელდება ცნობები, რომ ბონუჩის "ჩელსი", "მანჩესტერ სიტი" და "ბარსელონაც" იწვევენ, მაგრამ ფეხბურთელის ოჯახს იტალიაში დარჩენა ურჩევნია.
ლეონარდო ბონუჩი "იუვენტუსში" 2010 წლიდან თამაშობს. მის აქტივში 319 თამაში და 21 გოლია.