ლეონარდო ბონუჩის აგენტი "მილანში" გადასვლაზე: უნდა მოვიცადოთ

AutoSharing Option
ლეონარდო ბონუჩის აგენტი ალესანდრო ლუჩი "იუვენტუსის" გენერალურ დირექტორთან შეხვედრის შემდეგ კომენტარს აკეთებს.

ცნობილია, რომ ლუჩი, "მილანის" წარმომადგენლებთან ერთად, "იუვეს" გენერალურ დირექტორს, ჯუზეპე მაროტას შეხვდა. განსახილველი თემა ლეონარდო ბონუჩის ტურინიდან მილანში გადასვლა იყო.

შეხვედრის შემდეგ 30 წლის ცენტრალური მცველის აგენტმა შემდეგი განაცხადა: "რა ემოციები მაქვს შეხვედრის შემდეგ? არანაირი. ჯერჯერობით, იძულებულები ვართ, მოვიცადოთ".

გავრცელებული ინფორმაციით, "მილანი" ბონუჩის უკვე შეუთანხმდა და ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, ფეხბურთელს წელიწადში 7 მილიონ ევროს გადაუხდის. ახლა ჯერი კლუბებს შორის მოლაპარაკებაზეა.

ბონუჩის "იუვენტუსიდან" წასვლის მიზეზად თანაგუნდელებთან და მთავარ მწვრთნელთან
მისი კონფლიქტი სახელდება. კერძოდ, "რეალთან" გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესვენებაზე ბონუჩის უთანხმოება მასიმილიანო ალეგრისთან, პაულო დიბალასთან და ანდრეა ბარძალისთან მოუვიდა.

ვრცელდება ცნობები, რომ ბონუჩის "ჩელსი", "მანჩესტერ სიტი" და "ბარსელონაც" იწვევენ, მაგრამ ფეხბურთელის ოჯახს იტალიაში დარჩენა ურჩევნია.

ლეონარდო ბონუჩი "იუვენტუსში" 2010 წლიდან თამაშობს. მის აქტივში 319 თამაში და 21 გოლია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბონუჩი იუვენტუსის ერთერთი სიმბოლო და მისი თამაშის განმსაზღვრელია,იუვე უკვე სულ სხვა სახის გუნდი იქნება.
სოსო
18:21 14-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული