"რომას" პრეზიდენტი: მილანი ჭკუიდან შეიშალა

AutoSharing Option
"რომას" პრეზიდენტი ჯეიმს პალოტა "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას აკრიტიკებს.

"როდესაც საუბარი "მილანზე" მიდის, ვერ ვხვდები, რა ხდება. მის მფლობელებს, კლუბის შესაძენად, ფული არ ჰქონდათ და მათ თითქმის 300 მილიონი ევრო ლონდონში, ჩემი მეგობრისგან, მაღალი პროცენტით ისესხეს.

ისინი ფეხბურთელებში დიდ თანხებს იხდიან. ამბობენ, რომ ამას ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად აკეთებენ, მაგრამ მხოლოდ ამ ტურნირზე თამაში საკმარისი არ იქნება.

როდესაც სახელფასო ფონდი თითქმის შემოსავლების ტოლია, არც კი ვიცი, რა ხდება. "მილანი" სერია A-ში მოთამაშე ერთადერთი კლუბია, რომელიც ჭკუიდან შეიშალა.

შესაძლოა, მათ გრანდიოზული გეგმა აქვთ,
რომელსაც ოდესმე გავიგებთ. ვინმემ ამიხსენით "მილანის" სტრატეგია, თორემ თავად ვერაფერს ვხვდები." - ციტირებს პალოტას სიტყვებს Football Italia.

"მილანმა", მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, უკვე 190 მილიონი ევრო დახარჯა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
რომა მილანს არც ბოლო10 წელში არც მომდევნოში და ვერც ვერასდროს აჯობებს ))
(იუვენტუსის გულშემატკივარი ვარ)
goglika
10:49 29-07-2017
0
ხოო აბაა ოვერდრაფტი აუღიათ და ისე აშენებენ ახალ გუნდს :D :D
milanista
01:31 29-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული