tuttomercatoweb-ის ცნობით, "პარმას" ჭანტურიას გადაბირებამდე ერთი ნაბიჯიღა აკლია. წყარო ასევე იუწყება, რომ ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერი თანხა 4 მილიონ ევროს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის ნახევარი ჭანტურიამ იჯარით ვლადიკავკაზის "ალანიაში" გაატარა, სადაც რუსეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში მოსკოვის "დინამოს" ფეხბურთელ ალექსანდრ კოკორინთან ჩხუბის გამო ჯერ მოედნიდან გააძევეს, შემდეგ კი 8-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, რომელიც ფეხბურთელს სხვა ჩემპიონატში გადასვლის შემთხვევაშიც გაჰყვება.
ასევე იხილეთ:
გიორგი ჭანტურია: ქართველები შეურაცხყოფას კაცურად ვპასუხობთ
მოსკოვის
"დინამოს" პრეზიდენტი: მაგ ქართველს ხელს გავარტყამდი კი არა, მოვკლავდი!
გიორგი ჭანტურია: სერია A-ში დაუფიქრებლად გადავიდოდი