კარლოს ტევესი: ჩემი კარიერა "იუვენტუსმა" იხსნა

AutoSharing Option
კარლოს ტევესი იტალიელ ჟურნალისტებთან ურთიერთობას არ ერიდება და ერთი-მეორეზე საინტერესო კომენტარებს აკეთებს. ამჯერად, 29 წლის თავდამსხმელმა გულის გადაშლა მოიწადინა და განაცხადა, რომ ახლოს იყო კარიერის დასრულებასთან:

"არავინ ელოდა თუ ინგლისში მთელი ექვსი წელი გავჩერდებოდი, თუმცა ეს ასე მოხდა. "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ჩემპიონთა ლიგასა და პრემიერლიგაში გავიმარჯვე, "სიტისთან" ერთად კი თასს დავეუფლე. ყველაფერი მოვიგე, რაც შეიძლებოდა და კარიერის დასრულებაც მყარად მქონდა გადაწყვეტილი. სიმართლე გითხრათ, ჯერ კიდევ კარიერის საწყის ეტაპზე ვფიქრობდი, რომ ბუცებს ლურსმანზე სწორედ 28 წლის ასაკში ჩამოვკიდებდი.

გასულ სეზონში, მძიმე
გადაწყვეტილებასთან ძალიან ახლოს ვიყავი, როდესაც ყველა და ყველაფერი მობეზრებული მქონდა. იყო პერიოდი, როდესაც მოედნისკენ გახედვაც არ მინდოდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა "იუვენტუსი" და იხსნა კიდეც ჩემი კარიერა. იტალიაში თამაში სულ სხვა ემოციაა, რომელიც ბევრად უფრო ახლოა არგენტინულ მენტალიტეტთან. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ გავაგრძელო თამაში და ამას არც ვნანობ".


კარლოს ტევესს რობერტო მანჩინის და ანტონიო კონტეს შედარება სთხოვეს: "ერთ-ერთი მიზეზი, რამაც ფეხბურთი მომაბეზრა და კარიერის დასრულებაზე დამაფიქრა, რობერტო მანჩინისთან კონფლიქტი იყო. თუ რა მოხდა და როგირ, ამის გახსენებას არავითარი აზრი აღარ აქვს. ჩვენ სხვადასხვა ადამიანები ვართ და სხვადასხვაგვარად გვესმის როგორც ფეხბურთი, ისე ზოგადად, ცხოვრება.

ამიტომ, ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი გზები გაიყარა და მანჩინისთან ყოველდღიოური შეხება აღარ მიწევს. რაც შეეხება კონტეს, მასზე მხოლოდ კარგი შემიძლია ვთქვა. მოსვლის პირველივე დღეს საჭირო რჩევები მომცა და ისე მექცევა, როგორც მამა მოექცევა შვილს. ანტონიო ემოციურია, ყვირის კიდეც, მაგრამ ეს არავის აღიზიანებს. ვფიქრობ, კონტე თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და მასთან ერთად, "იუვენტუსი" დიდ წარმატებებს მიაღწევს"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კარლოს ტევესი: ასე მხოლოდ "ბოკა ხუნიორსში" ვიღლებოდი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული