"არავინ ელოდა თუ ინგლისში მთელი ექვსი წელი გავჩერდებოდი, თუმცა ეს ასე მოხდა. "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ჩემპიონთა ლიგასა და პრემიერლიგაში გავიმარჯვე, "სიტისთან" ერთად კი თასს დავეუფლე. ყველაფერი მოვიგე, რაც შეიძლებოდა და კარიერის დასრულებაც მყარად მქონდა გადაწყვეტილი. სიმართლე გითხრათ, ჯერ კიდევ კარიერის საწყის ეტაპზე ვფიქრობდი, რომ ბუცებს ლურსმანზე სწორედ 28 წლის ასაკში ჩამოვკიდებდი.
გასულ სეზონში, მძიმე
კარლოს ტევესს რობერტო მანჩინის და ანტონიო კონტეს შედარება სთხოვეს: "ერთ-ერთი მიზეზი, რამაც ფეხბურთი მომაბეზრა და კარიერის დასრულებაზე დამაფიქრა, რობერტო მანჩინისთან კონფლიქტი იყო. თუ რა მოხდა და როგირ, ამის გახსენებას არავითარი აზრი აღარ აქვს. ჩვენ სხვადასხვა ადამიანები ვართ და სხვადასხვაგვარად გვესმის როგორც ფეხბურთი, ისე ზოგადად, ცხოვრება.
ამიტომ, ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი გზები გაიყარა და მანჩინისთან ყოველდღიოური შეხება აღარ მიწევს. რაც შეეხება კონტეს, მასზე მხოლოდ კარგი შემიძლია ვთქვა. მოსვლის პირველივე დღეს საჭირო რჩევები მომცა და ისე მექცევა, როგორც მამა მოექცევა შვილს. ანტონიო ემოციურია, ყვირის კიდეც, მაგრამ ეს არავის აღიზიანებს. ვფიქრობ, კონტე თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და მასთან ერთად, "იუვენტუსი" დიდ წარმატებებს მიაღწევს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კარლოს ტევესი: ასე მხოლოდ "ბოკა ხუნიორსში" ვიღლებოდი