ყველა პროგნოზით, 28 წლის დე იონგი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იქნება და საყრდენ ხაზს გაამაგრებს. მასზე დიდ იმედებს ამყარებს მასიმილიანო ალეგრი და ეს არაერთხელ აღუნიშნავს. მოკლედ, დე იონგმა ტრავმა უკან მოიტოვა და დიდი ბატალიებისთვის ემზადება...
- იტალიურ ფეხბურთთან ადაპტაცია გამიჭირდა და პირველ ვარჯიშებსა თუ თამაშებზე ზედმეტად ვიღლებოდი. როგორც ჩანს, ორგანიზმმა დატვირთვას ვერ გაუძლო და მივიღე ტრავმა, რომელმაც ფაქტობრივად
- რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ტრავმა წაგადგათ კიდეც. "მილანის" ამხანაგურ შეხვედრებში აშკარად საუკეთესო ხართ...
- სარეაბილიტაციო პერიოდში სწორედ ამაზე ვფიქრობდი: დავბრუნებულიყავი კიდევ უფრო ძლიერი. უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობდი კლუბის მესვეურებისგან, თანაგუნდელებისგან, გულშემატკივრებისგან. "მილანი" ერთი დიდი ოჯახია.
- მასიმილიანო ალეგრიმ მოედნის ცენტრში გაგამწესათ, რის გამოც რიკარდო მონტოლივოს უფრო ფლანგზე უწევს თამაში. ბევრს ეს არ მოსწონს და მონტოლივოს ცენტრში დაბრუნებას ითხოვს...
- სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე არც კი მიფიქრია. მწვრთნელი ცენტრში თამაშს მავალებს და მეც ვასრულებ მითითებას. მთავარია გუნდური მექანიზმი მუშაობდეს და ვინ სად თამაშობს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
- ხშირად აღნიშნავენ, რომ თქვენ ანდრეა პირლოს პოზიციაზე ირჯებით...
- დიახ და ამით თითქოსდ მიმანიშნებენ, რომ პირლომდე ბევრი მიკლია. მე ვარ ნაიჯელი, ვთამაშობ ისე, როგორც შემიძლია და ვფიქრობ, რომ გუნდისთვის სარგებელი მომაქვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მთავარი გუნდური მექანიზმია და ის, თუ რა როლს ასრულებს თითოეული ფეხბურთელი ამ მექანიზმში.
- ლიდერად თუ თვლით თავს?
- მინახავს ლიდერი მოედანზე, თამაშით და ლიდერი გასახდელში. მე უფრო მეორე კატეგოირიას მივეკუთვნები, რადგან მოედანზე ლიდერობას სხვა უნარები სჭირდება. მოედანზე ლიდერი ზინედინ ზიდანი იყო, რომელიც თამაშს ისე ანაწილებდა, თითქოს ბურთი ხელში ეჭირა. ლიდერობა რჩეულთა ხვედრია.
- თუ არის ფეხბურთელი, რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე "მილანში"?
- არა. ერთ ფეხბურთელს ნამდვილად ვერ გამოვარჩევ, ყველაზე მთავარი კი გუნდური ერთსულოვნებაა. "მილანში" ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ განვითარდე, რამაც განაპირობა კიდეც ახალგაზრდა ფეხბურთელთა სწრაფი პროგრესი. ხომ ნახეთ რამხელა ნაბიჯი გადადგა წინ მატია დე შილიომ? სწორედ ამან მოახდინა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება.
- როგორია მუდმივად იყო მარიო ბალოტელის გვერდით?
- სახალისო. მარიოსთან ერთად "მანჩესტერ სიტიშიც" ვიყავი და იქ, სულ სხვაგვარად იქცეოდა... ბევრ შეცდომას უშვებოდა და სისულელეებს ლაპარაკობდა. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ოჯახთან ახლოს ყოფნა და "მილანში" ტრანსფერმა სულზე მოუსწრო. დღეს, ბალოტელი სულ სხვა ადამიანია, რომელსაც შეგიძლია დაეყრდნო და იცი, რომ იმედს არ გაგიცრუებს. აშკარაა, რომ მარიო დღეს "როსონერის" მთავარი დამრტყმელი ძალაა.
- რეალურად რომ შევაფასოთ, თუნდაც ასეთი ბალოტელით, "მილანს" აქვს ევროასპარეზზე წარმატების მიღწევის შანსი?
- "მილანმა" აქცენტი ახალგაზრდებზე გააკეთა, ასეთ გარდამავალ პერიოდში კი გარკვეული დრო ყოველთვის საჭიროა. მით უმეტეს, ხედავთ რა თანხებს ხარჯავენ გრანდები ვარსკვლავების გადასაბირებლად. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყურები უნდა ჩამოვყაროთ. ჩვენ გვაქვს მოდელი, რომელიც გუნდის გაახალგაზრდავებას და იდეალურად შეთამაშებას გულისხმობს. ვფიქრობ, "მილანი" ნებისმიერ გრანდთან ბოლომდე იბრძოლებს. შესაბამისად, წარმატების შანსი არის, თუნდაც მომდევნო სეზონში.
- სკუდეტოსთვის ბრძოლაში ვინ მიგაჩნიათ ფავორიტად?
- "მილანი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"მილანმა" გაიმარჯვა, მაგრამ რობინიო დაკარგა [VIDEO]