იტალია. სერია A. XXV ტურის წინ: დერბი, რომელსაც ფავორიტი ჰყავს

AutoSharing Option
25-ე ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართება, სადაც "იუვენტუსი" "ტორინოს" უმასპინძლებს.

ტრადიციულად, პიემონტურ გარჩევას თავისი ფავორიტი ჰყავს, მაგრამ ამით, თამაშის მიმართ ინტერესი არ ნელდება...

ტურინული გარჩევა
ხშირად ამბობენ, რომ დერბის ფავორიტი არ ჰყავს და თანაქალაქელთა დაპირისპირებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს...

ტურინის შემთხვევაში მთლად ასე არ არის, რადგან "იუვენტუსი" "ტორინოსთან" პაექრობაში სწორედაც რომ ფავორიტია და ბოლო წლებში, სტატუსს ამართლებს კიდეც.

"გრანატას" გულშემატკივრებს ოცნებად აქვთ ქცეული "ვეკია სენიორას" დამარცხება და მათი შანსები ამჯერადაც არც თუ ძვირად ფასობს. მართალია, "ტორინო" კარგად ასპარეზობს და მაღალი ადგილებისთვის
იბრძვის, მაგრამ "იუვე" მაინც "იუვეა", თანაც საკუთარ კედლებში...

ორივე გუნდი 3-5-2 ტაქტიკას აირჩევს და მთავარი ბრძოლაც ალბათ ცენტრში გაჩაღდება. "გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, ანტონიო კონტე ამჯერად პოლ პოგბას დაასვენებს, ანდრეა პირლოს და არტურო ვიდალს კი მოედნის შუაგულში კლაუდიო მარკიზიო დაემატება. შეტევაში კარლოს ტევესს და ფერნანდო ლორენტეს ვიხილავთ - ამჯერად, კონტე ექსპერიმენტებს მოერიდება და სება ჯოვინკოს, ფაბიო კვალიარელას, თუ პაბლო ოსვალდოს თადარიგში დატოვებს.

"ტორინოს" შეტევა განსაკუთრებულად სახიფათოა - ალესიო ჩერჩის და ჩირო იმობილეს ერთად 23 გოლი აქვთ გატანილი და ბომბარდირთა დავაში არიან ჩართულნი. მოკლედ, "იუვეს" დაცვას ჯაფა აუცილებლად დაადგება.

მდევრები
"რომა" "ბოლონიას" ესტუმრება, "ნაპოლი" კი "ჯენოას" მიიღებს. დედაქალაქელებს ჯერ კიდევ სჯერათ სკუდეტოს მოპოვების და ბუნებრივია, მათი ერთადერთი მიზანი მორიგი სამი ქულის მოპოვებაა.

ერთმა მარცხმა, ან თუნდაც ფრემ, შეიძლება "ჯალოროსის" სკუდეტოსადმი რწმენა საბოლოოდ შეარყიოს, რაც კარგად ესმის რუდი გარსიას. "რომას" თავკაცის თქმით, ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შედის და თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს.

რუდის არაერთი ფეხბურთელი ჰყავს ტრავმირებული, მათ შორის ფრანჩესკო ტოტი - "გაძეტას" მტკიცებით, "ჯალოროსი" იგივე ტრიოთი შეუტევს, რომელმაც "სამპდორიას" გამოუყვანა წირვა: ჟერვინიო, ალესანდრო ფლორენცი, მატია დესტრო.

"ნაპოლი" "ჯენოას" უმასპინძლებს და წესით, კარგი, გახსნილი თამაში უნდა გაჩაღდეს. გენუელთა მთავარი მწვრთნელი ჯამპიერო გასპერინი 3-4-3 ტაქტიკას ეყრდნობა და რისკიან ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას, "ნაპოლი" კი საკუთარ კედლებში მეორე ნომრად თამაშს არ დაყაბულდება...

მოკლედ, გონსალო იგუაინი და კომპანია შეუტევენ, მაგრამ არც ალბერტო ჯილარდინო აპირებს უქმად ყოფნას...

კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მატჩი "ენიო ტარდიზე" შედგება, სადაც აღმავლობის გზაზე მდგარი "პარმა" "ფიორენტინას" უმასპინძლებს. "ვიოლა" "ინტერთან" დამარცხდა, სამეულს ჩამორჩა და ვითარების გამოსწორებას შეეცდება, მაგრამ ემილიაში მოგება რომ იოლი არ იქნება, ცხადზე უცხადესია.

იტალია. სერია A. XXV ტური
22 თებერვალი
ბოლონია-რომა 23.45
დისკვალიფიკაცია: პერესი (ბოლონია).
ტრავმა: დელა როკა - დოდო, ბალცარეტი, ტოტი, მაიკონი.
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 4-1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +6=8-16, (32-57)

23 თებერვალი
ლივორნო-ვერონა 15.30
დისკვალიფიკაცია: ჩეკერინი, ბენასი - ალფრედსონი.
ტრავმა: სილიგარდი, ლუჩი - მაიეტა.
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 1-1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +2=3-4, (8-10)

უდინეზე-ატალანტა 18.00
დისკვალიფიკაცია: ერტო, პერეირა (უდინეზე).
ტრავმა: გაბრიელ სილვა, ბუბნიჩი - სკალონი, ბელინი, ბრიენცა.
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 3-0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 33 თამაში: +13=10-10, (39-33)

ინტერი-კალიარი 18.00
დისკვალიფიკაცია: კონტი (კალიარი).
ტრავმა: ალვარესი - აველარი, პიზანო, იბრაიმი, ასტორი.
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 1-0-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 33 თამაში: +16=13-4, (60-37)

კიევო-კატანია 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: პარედესი, კალელო, დაინელი - ლეტო, ბარიენტოსი.
ბოლო 6 შეხვედრა
0-2-4 1-3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +5=4-5, (15-17)

სამპდორია-მილანი 18.00
დისკვალიფიკაცია: გასტალდელო, დე სილვესტრი (სამპდორია).
ტრავმა: მაქსი ლოპესი, კოსტა - ელ შაარავი, კრისტანტე, ბირსა, რობინიო, სილვესტრი.
ბოლო 6 შეხვედრა
3-1-2 3-1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 33 თამაში: +9=6-18, (30-55)

23 თებერვალი. ტურინი. "იუვენტუს არენა". 21.30
იუვენტუსი-ტორინო
დისკვალიფიკაცია: ჟილე (ტორინო).
ტრავმა: პეპე, ვუჩინიჩი - გაცი, ბარეტო.
ბოლო 6 შეხვედრა
4-2-0 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +12=5-2, (37-16)
სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - კასერესი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, ვიდალი, პირლო, მარკიზიო, ასამოა - ტევესი, ლორენტე.
ტორინო (3-5-2): პადელი - მაქსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი - დარმიანი, ვივესი, ფარნერუდი, ელ ქადური, მაზიელო - ჩერჩი, იმობილე.

ლაციო-სასუოლო 23.45
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: ალფარო, პოსტიგა, ედერსონი - ტერანოვა, ბიონდინი, ალექსე, აჩერბი, მაზუჩი, მანიანელი, მანფრედინი.
ბოლო 6 შეხვედრა
2-3-1 1-0-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +1=1-1, (2-2)

24 თებერვალი
პარმა-ფიორენტინა 22.00
დისკვალიფიკაცია: ასკუა (პარმა).
ტრავმა: ფელიპე, ობი - ჰეგაზი, როსი, რებიჩი, ვარგასი, გონსალო.
ბოლო 6 შეხვედრა
5-1-0 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 თამაში: +10=10-16, (41-53)

ნაპოლი-ჯენოა 00.00
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: ცუნიგა, მესტო, რეინა - გამბერინი, დონარუმა, კუჩკა, ვრსალკო..
ბოლო 6 შეხვედრა
3-2-1 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +11=10-8, (42-36)

ბომბარდირები: 14 - ჯუზეპე როსი (ფიორენტინა); 13 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი), ჩირო იმობილე (ტორინო); 12 - დომენიკო ბერარდი (სასუოლო), გონსალო იგუაინი (ნაპოლი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული