იტალია. სერია A. XVIII ტური: "მილანმა" ტურინში გამარჯვება ვერ შეინარჩუნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიდეო: ტორინო-მილანი 1:1

10 იანვარს იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურის ორი მატჩი გაიმართა. "სასუოლო" სიმონე ძაძას გოლით დაწინაურდა "უდინეზესთან" მატჩში, მაგრამ სირილ ტერომ გაათანაბრა - 1:1. "უდინეზეს" უკვე 4 ტურია, თამაში არ მოუგია.

ჟერემი მენეზმა მე-3 წუთზე პენალტის ნიშნულიდან დააწინაურა "მილანი" "ტორინოსთან" საგარეო მატჩში. აღსანიშნავია, რომ ეს "მილანის" ყველაზე სწრაფი გატანილი პენალტია 21-ე საუკუნეში.

ტაიმის მიწურულს "მილანი" 10 კაცით დარჩა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო მატია დე შილიომ.

82-ე წუთზე "ტორინომ" გაათანაბრა
- ბრუნო პერესმა კუთხური ჩამოაწოდა და კამილ გლიკმა თავურით გაიტანა - 1:1.

"მილანის" ახალწვეული, "ტორინოს" ყოფილი ფეხბურთელი ალესიო ჩერჩი სათადარიგო იყო.

სასუოლო-უდინეზე 1:1
გოლები: 1:0 ძაძა (15), 1:1 ტერო (26)

ტორინო-მილანი 1:1
გოლები: 0:1 მენეზი (3-პენ), 1:1 გლიკი (81)
გაძევება: დე შილიო (45. მილანი)

1. იუვენტუსი - 40 ქულა; 2. რომა - 39; 3. ლაციო - 30; 4. ნაპოლი - 30; 5. ჯენოა - 27.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული