ჯენარო გატუზო: ინძაგის მიმდინარე სეზონში კონკრეტული მიზანი არ უნდა დაუსახონ!

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ჯენარო გატუზომ ბერძნული ოფი-ს მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, იტალიურ ფეხბურთში მიმდინარე პროცესებზე ხშირად აფიქსირებს თავის პოზიციას.

ამჯერად, მშობლიურ "მილანზე" ისაუბრა და საინტერესო მოსაზრებები გამოთქვა...

ინძაგის დრო სჭირდება
მწვრთნელს გარკვეული დრო სჭირდება იმისთვის, რომ გუნდს თავისი ხელი დაატყოს და გამონაკლისი არც ფილიპო ინძაგია. მით უმეტეს, ფილიპო დამწყები სპეციალისტია და ის ჯერ კიდევ ეძებს საკუთარ თავს.

როდესაც კლუბის მესვეურები მასზე აკეთებდნენ არჩევანს, ეს უნდა სცოდნოდათ. ვფიქრობ, ინძაგის უნდა დასცალდ
ეს და მისგან კარგი მწვრთნელი დადგება. საქმეს ენთუზიაზმით ეკიდება, ბევრს შრომობს და ეს შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

მიმდინარე სეზონში მას კონკრეტული მიზანი არ უნდა დაუსახო, გუნდი უნდა დააყენოს. ჩემპიონთა ლიგაზე, სკუდეტოსა და უმაღლეს ამოცანებზე უკვე შემდეგ სეზონში შეიძლება ფიქრი.

ზეედორფი "მილანზე" გაბრაზებულია
ფილიპო ინძაგის ძალიან ვგულშემატკივრობ, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ "მილანი" კლარენს ზეედორფს ცუდად მოექცა.

ზეს ვესაუბრე და ის ჯერ კიდევ გაბრაზებულია კლუბის მესვეურებზე. არც მიკვირს, რადგან ბრაზილიიდან ჩაიყვანეს და რამდენიმე თვეში გაუშვეს.

კლარენსი ფეხბურთს თამაშობდა, კარიერის დასრულებას არ აპირებდა და ბუცები ლურსმანზე მხოლოდ იმიტომ ჩამოჰკიდა, რომ "როსონერი" გაეწვრთნა. შედეგად, მას პირველივე ჩავარდნა არ აპატიეს და გაათავისუფლეს.

ეს არ იყო სწორი საქციელი და ვფიქრობ, კლუბის მესვეურებმა, რომლებსაც ჩემს მეგობრებად ვთვლი, ეს ყველაზე უკეთ იციან.

ჩერჩი, ტორესი, დესტრო
ვფიქრობ, ალესიო ჩერჩის და ფერნანდო ტორესის გაცვლით ყველა მხარე კმაყოფილი დარჩა. ესპანელი იმ გუნდში უფრო გაიხსნება, სადაც კარიერა დაიწყო, ჩერჩი კი სერია A-ში უნდა თამაშობდეს, სადაც ყველაფერი კარგად გამოსდის.

ვფიქრობ, ალესიო გუნდის შეტევით პოტენციალს გაზრდის და მალე ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდება.

მატია დესტრო? - "მილანი" მის ტრანსფერზე მუშაობს და ეს სწორიცაა, გუნდს ცენტრფორვარდი სჭირდება, მატიას კი გოლის გატანა ეხერხება. ვფიქრობ, გალიანი არსებულ რესურსს მაქსიმალურად იყენებს, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ძალიან მწირი რესურსი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული