ტრანსფერები: აქტიური "მილანი" და "ინტერი", პასიური "იუვე" და "რომა"

AutoSharing Option
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას იტალიური კლუბები მეტ-ნაკლებად იყენებენ - რამდენიმე საინტერესო ტრანსფერი გაიჩარხა და უახლოეს დღეებში, კიდევ რამდენიმე გარიგებას ველოდებით.

იტალიის მოქმედი ჩემპიონი და სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ლიდერი პასიურია და ჯერ არავინ დაუმატებია. თუმცა, თუ "გაძეტა დელო სპორტს" ვენდობით, ვესლი სნეიდერის ტურინში გადაბარგება მეტად რეალურია და ასეთ შემთხვევაში, "იუვენტუსის" გულშემატკივრები უდაოდ კმაყოფილნი დარჩებიან.

სამაგიეროდ, სულ უფრო ხშირად საუბრობენ, რომ "ბებერ ქალბატონს" პოლ პოგბა დატოვებს და მადრიდის "რეალში" ან "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ "იუვემ" "ტორონტოში" გაუშვა სებასტიან ჯოვინკო,
რომელიც MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა.

არც "რომა" გაძლიერებულა, მაგრამ ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში შესაძლოა, ერთი, ან ორი ფეხბურთელი დაიმატოს. სავარაუდო შენაძენებში ისეთ მოთამაშეებს ასახელებენ, როგორებიც პეტრ ჩეხი, მატეო დარმიანი, სალვატორე ბოკეტი და მოჰამედ სალაჰი არიან. ისიც ვთქვათ, რომ "ჯალოროსის" ალბათ მარკო ბორიელო დატოვებს, მატია დესტროს კი "მილანში" უწინასწარმეტყველებენ გადაბარგებას.

"ინტერი" ყვეკლაზე აქტიური იყო და ამაზე ორი მეტად ხმაურიანი ტრანსფერი მეტყველებს - მილანური გრანდის რიგები ლუკას პოდოლსკიმ და ჯერდან შაჩირიმ შეავსეს. "გაძეტას" მტკიცებით, "ნერაძურის" მესვეურები აქტიურად მუშაობენ ლუკას ლეივას ტრანსფერზე და ისიც ვთქვათ, რომ გუნდი შესაძლოა, პაბლო ოსვალდომ დატოვოს.

"მილანმა" ალესიო ჩერჩი და სუსო დაიმატა, სავარაუდო შენაძენებში კი არაერთი ფეხბურთელია, მათ შორის ყველაზე გამორჩეული მატია დესტრო. "ნაპოლიმ" მანოლო გაბიადინი დაიმატა, რაც ლორენცო ინსინიეს ტრავმითაა განპირობებული.

შესაბამისად, "სამპდორიას" ერთ-ერთი წამყვანი შემტევი გამოეცალა და ამად არის, რომ სამუელ ეტოოს დამატება სურს - ამბობენ, რომ გენუელებმა კამერუნელთან უკვე მიაღწიეს შეთანხმებას და კონტრაქტი მალე გაფორმდება.

დანარჩენს ქვემოთ გაეცნობით, სადაც სერია A-ს მიმდინარე გათამაშების 10 საუკეთესო გუნდის ტრანსფერები და სავარაუდო გარიგებებია მოცემული.

იუვენტუსი
წავიდა: ჯოვინკო (ტორონტო)
მივიდა: არავინ
სავარაუდო წამსვლელი: პოგბა
სავარაუდო შენაძენი: ნეტო (ფიორენტინა), როლანდო (პორტუ), სნეიდერი (გალათასარაი)

რომა
წავიდა: არავინ
მივიდა: არავინ
სავარაუდო წამსვლელები: დესტრო, ბორიელო
სავარაუდო შენაძენი: ჩეხი (ჩელსი, ინგლისი), ხიმენესი (ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი), კირიშეკი (ტოტენჰემი, ინგლისი), დარმიანი (ტორინო), ბოკეტი (სპარტაკი, რუსეთი), სალაჰი (ჩელსი, ინგლისი), კალუ (ჰერტა, გერმანია), კონოპლიანკა (დნეპრი, უკრაინა)

ნაპოლი
წავიდა: როზატი (ფიორენტინა)
მივიდნენ: სტრინიჩი (თავისუფალი აგენტი), გაბიადინი (სამპდორია)
სავარაუდო წამსვლელი: არავინ
სავარაუდო შენაძენი: მენიე (ბრიუგე, ბელგია), დარმიანი (ტორინო), სუარესი (ატლეტიკო, ესპანეთი)

ლაციო
წავიდა: არავინ
მივიდა: ჰუდტი (ალკმაარი, ჰოლანდია)
სავარაუდო წამსვლელი: არავინ
სავარაუდო შენაძენი: არავინ

ფიორენტინა
წავიდა: არავინ
მივიდნენ: როზატი (ნაპოლი), დიამანტი (გუანჯუ, ჩინეთი)
სავარაუდო წამსვლელები: ნეტო, კუადრადო
სავარაუდო შენაძენი: ჯილარდინო (გუანჯუ, ჩინეთი)

ინტერი
წავიდა: არავინ
მივიდა: შაჩირი (ბაიერნი, გერმანია), პოდოლსკი (არსენალი, ინგლისი)
სავარაუდო წამსვლელი: ოსვალდო
სავარაუდო შენაძენი: ლეივა (ლივერპული, ინგლისი), კვალიარელა (ტორინო)

მილანი
წავიდნენ: საპონარა (ემპოლი), ნოჩერინო (პარმა), ტორესი (ატლეტიკო, ესპანეთი)
მივიდნენ: სუსო (ლივერპული, ინგლისი), ჩერჩი (ატლეტიკო, ესპანეთი)
სავარაუდო წამსვლელები: ნიანგი, პაცინი
სავარაუდო შენაძენი: სანტონი (ნიუკასლი, ინგლისი), მუნიოსი (პალერმო), სუარესი (ატლეტიკო, ესპანეთი), ობი მიკელი (ჩელსი, ინგლისი), ვიტსელი (ზენიტი, რუსეთი), დესტრო (რომა), ოსვალდო (ინტერი)

სამპდორია
წავიდნენ: გაბიადინი (ნაპოლი), და კოშტა (ბოლონია)
მივიდნენ: კორეა (ესტუდიანტესი, არგენტინა), ფრიზონი (კატანია)
სავარაუდო წამსვლელი: ოკაკა
სავარაუდო შენაძენი: ეტოო (ევერტონი, ინგლიოსი), მურიელი (უდინეზე)

ჯენოა
წავიდა: პინილია (ატალანტა)
მივიდა: ტინო კოშტა (სპარტაკი, რუსეთი)
სავარაუდო წამსვლელი: არავინ
სავარაუდო შენაძენი: ბოკეტი (სპარტაკი, რუსეთი), ბორიელო (რომა)

პალერმო
წავიდა: არავინ
მივიდა: არავინ
სავარაუდო წამსვლელი: მუნიოსი
სავარაუდო შენაძენი: შანტომი (პსჟ, საფრანგეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული