მიუხედავად ამისა, გულშემატკივრები უკმაყოფილონი არიან, რადგან "როსონერიმ" მძიმე შთაბეჭდილება დატოვა და დიდწილად იმის ხარჯზე მოიგო, რომ მეტოქე 30-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა. ამასთან, მილანელებმა 10-კაციან "სასუოლოს" ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცეს და სტუმრებს კიდევ შეეძლოთ გატანა.
მოკლედ, "მილანს" არ უდგას საუკეთესო დროება, გუნდის ულტრასებმა კი ტრიბუნებზე ბანერები გამოჰკიდეს და კლუბის პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონის რადიკალური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.
გულშემატკივრები დაკავებული პოსტებიდან ვიცე-პრეზიდენტის, ადრიანო გალიანის და გუნდის მთავარი მწვრთნელის, სინიშა მიხაილოვიჩის გაშვებას
"რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა, სამი ქულის მოპოვება იყო საჭირო და ეს შევძელით. იმედია, ყველაზე ცუდი უკან მოვიტოვეთ და პროგრესი გაგრძელდება. მინდა მადლობა გადავუხადო "მილანის" ლეგენდარულ მწვრთნელებს: არიგო საკის, ფაბიო კაპელოს და კარლო ანჩელოტის, რომლებმაც პრესის ფურცლებიდან მხარდაჭერა გამომიცხადეს. ასევე - სილვიო ბერლუსკონის, რომელიც მატჩამდე "მილანელოზე" გვესტუმრა, გაამხნევა ფეხბურთელები და მე მხარდაჭერა გამომიცხადა.
ძალიან ბევრს ვმუშაობთ და თუ ამან შედეგი არ გამოიღო, მაშინ ეგზორცისტი უნდა დავიქირაოთ, რომ ბოროტი ძალისგან გაგვათავისუფლოს".
სილვიო ბერლუსკონი "მილანი"-"სასუოლოს" შეხვედრას დაესწრო, თამაშის შემდეგ კი ჟურნალისტები მისი "მილანელოზე" სტუმრობით დაინტერესდნენ და კითხვები დააყარეს:
"გუნდის გამხნევება მინდოდა, განსაკუთრებით კი, მწვრთნელის, რომელსაც ნდობას ვუცხადებ. საბედნიეროდ, მოვიგეთ და მჯერა, რომ წარმატებული სერია გაგრძელდება. ზაფხულში ტრანსფერებში 150 მილიონი ევრო დავხარჯე და გუნდს კიდევ გავაძლიერებთ. მიხაილოვიჩმა ეგზორცისტის დაქირავება ისურვა? - მე თვითონ ვარ ეგზორცისტი და სწორედ ამიტომ ვესტუმრე "მილანელოს". დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"