"მილანი" სწორი გზით მიდის და ზლატან იბრაჰიმოვიჩს უბრუნდება

AutoSharing Option
სერია A-ს მომდევნო ტურში "იუვენტუსი" "მილანს" უმასპინძლებს და ამ მატჩის მიმართ იტალიაში ინტერესი უკვე დიდია. "კორიერე დელო სპორტი" "მილანის" ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანის გაესაუბრა:

"ტურინულ მატჩს ოპტიმიზმით ველოდები, რადგან "მილანი" სწორი გზით მიდის და პროგრესირებს. სინიშა მიხაილოვიჩს არაფერი ემუქრება, მას ჩვენი მხრიდან სრული ნდობა აქვს და ეს კარგად იცის.

"ატალანტასთან" და "ლაციოსთან" შესანიშნავად ვითამაშეთ და იმავეს ველოდები ტურინშიც. "იუვენტუსი" და "მილანი" ყველაზე ტიტულოვანი გუნდები არიან იტალიაში და დარწმუნებული ვარ, რომ გულშემატკივარი დიდ სანახაობას იხილავს".

ამასობაში, აქტიურად ვრცელდება ცნობები, რომ "მილანის" მესვეურები
გააქტიურდნენ ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიმართულებით და შეეცდებიან, რომ 34 წლის შვედი თავდამსხმელი მომდევნო ზაფხულს გადაიბირონ. საქმე ისაა, რომ ზლატანს კონტრაქტი სწორედ ზაფხულში ეწურება და ჯერჯერობით, მისი გახანგრძლივების სურვილი არ გამოუთქვამს.

სწორედ ამით სურთ სარგებლობა მილანელებს და თუ "კორიერე დელო სპორტს" ვენდობით, ფეხბურთელს და ლომბარდიული კლუბის მესვეურებს შორის მოლაპარაკება უკვე დაწყებულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული