14:00 01-12-2015
ოპტიმიზმი "მილანის" ბანაკში - ადრიანო გალიანის ფრთები შეესხა
AutoSharing Option
სინიშა მიხაილოვიჩმა ტაქტიკა შეცვალა და პირველად მიმდინარე სეზონში, 4-4-2 გამოიყენა, რაც შეტევით ფაზაში იგივე 4-2-4-ია. გენუელების განადგურებამ კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი აღაფრთოვანა, რომელმაც პრესას შემდეგი განუცხადა:
"ეს იყო სეზონის საუკეთესო მატჩი, რომელმაც დიდი სიამოვნება მომანიჭა. დავრწმუნდი, რომ სწორი გზით მივდივართ და დროთა განმავლობაში, "მილანი" კიდევ მოუმატებს. ახალი ტაქტიკა მომწონს, რადგან შეტევის წინა ხაზზე ერთბაშად ორი ფორვარდი მოქმედებს და ფლანგებიც აქტიურად ირჯებიან.
თუმცა, დღემდე ვფიქრობ, რომ პრობლემა არა ტაქტიკურ მონახაზში, არამედ განწყობაში იყო - უნდა ვირწმუნოთ საკუთარი თავის და ყველაფერი კარგად იქნება.
ეს გუნდი 90-იანი წლების "მილანს" მაგონებს, რადგან ერთბაშად რამდენიმე ნიჭიერმა ახალგაზრდა იტალიელმა ფეხბურთელმა მოიყარა თავი, რომელთა სინთეზი ძლიერ ლეგიონერებთან დიდ წარმატებას მოგვიტანს.
დაცვაში - რომანიოლი, დე შილიო და კალაბრია, ნახევარდაცვაში - ბონავენტურა, ბერტოლაჩი, მაური და პოლი, შეტევაში - ბალოტელი და ძლიერი ლეგიონერები - ამ გუნდს ბევრი შეუძლია და მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული