მართალია, "როსონერი" მთელი თამაში ფლობდა ტერიტორიულ უპირატესობას, მაგრამ სახიფათო მომენტებამდე საქმე ძალიან იშვიათად მიდიოდა. მოკლედ, მთლიანობაში "მილანმა" უსახური მატჩი გამართა და მოგებას არც იმსახურებდა. თამაშის შემდეგ სინიშა მიხაილოვიჩმა შემდეგი განაცხადა:
"რთულია ისეთ გუნდთან თამაში, რომელიც არ უტევს და მთელ დროს საკუთარი კარის უსაფრთხოებას უთმობს. მესმის, რომ "კარპისთვის" ქულა მისაღები იყო, მაგრამ ასეთ დაცვით ფეხბურთს მაინც არ ველოდი.
ბურთი მუდმივად ჩვენ გვქონდა, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შევქმენით, მაგრამ
შავი სია
ამასობაში, იტალიურ სპორტულ პრესაში იმ ფეხბურთელების შესახებ გვამცნეს, რომლებიც სინიშა მიხაილოვიჩის შავ სიაში მოხვდნენ და ზამთრის თუ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გუნდის დატოვება მოუწევთ.
"კორიერე დელო სპორტის" მტკიცებით, "მილანს" ამ ზამთარსვე დატოვებენ ვეტერანი ანტონიო ნოჩერინო და ახალგაზრდა ნახევარმცველი ხოსე მაური. ეს უკანასკნელი იჯარით წავა სხვა გუნდში, ნოჩერინოს კი თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვებენ და მას გზა ხსნილი ექნება ნებისმიერი მიმართულებით, სადაც კი წასვლას მოისურვებს.
"მილანის" დატოვება სეზონის ბოლოს მოუწევს რამდენიმე ფეხბურთელს, რომლებსაც კონტრაქტი სწორედ 2016 წლის ივლისში ეწურებათ. ერთი ფილიპ მექსე გახლავთ, მეორე კრისტიან საპატა და მესამე ალექსი. სამივე მცველია და როგორც ჩანს, მომდევნო სეზონისთვის ლომბარდიელები დაცვის მკვეთრად გადახალისებას აპირებენ.
სეზონის ბოლოს "მილანის" კიდევ ორ ფეხბურთელს ეწურება კონტრაქტი, მაგრამ კლუბის მესვეურები მათ კიდევ 1-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობენ.
ერთი ვეტერანი კრისტიან აბიატი გახლავთ, ხოლო მეორე კაპიტანი რიკარდო მონტოლივო. 38 წლის აბიატის კიდევ ერთი წლით სათადარიგო მეკარეობას სთავაზობენ, მონტოლივოს კი 2-წლიან ხელშეკრულებას შემცირებული ხელფასით - მოქმედი კონტრაქტით, რიკარდო სეზონში 3.5 მილიონ ევროს იღებს და თუ "მილანში" დარჩენა სურს, წელიწადში 2.5 მილიონი ევროთი დაკმაყოფილება მოუწევს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"