"ჯენოასთან" მატჩის შემდეგ სერბმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ის ფეხბურთელები, ვინც ვერ აცნობიერებს, რომ ბრძოლა მსაჯის საფინალო სასტვენამდე გრძელდება, მოედანს აღარ გაეკარებიან და იქვე დაამატა, რომ ფეხბურთელებმა კარგად იციან, ვისზეა ლაპარაკი.
"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, მიხაილოვიჩი სწორედ ბალოტელის გულისხმობდა, რომელიც ვარჯიშებზე სრულად არ იხარჯება და თამაშის დროსაც, მეტწილად, ინერტულია.
ერთი სიტყვით, ბალოტელის ისევ ცუდად მისდის საქმეები და ისეთი პირი უჩანს, რომ ზაფხულში
"ბალოტელისთან საკმაოდ ინტენსიური კავშირი მაქვს და მწვრთნელთან რომ კონფლიქტი ჰქონდეს, მეცოდინებოდა. მარიო ვარჯიშობს და ცდილობს, რომ გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდროს ადგილი, დანარჩენი კი მწვრთნელის გადასაწყვეტია. ბედნიერია თუ არა ბალოტელი "მილანში"? - ბედნიერი იქნება მაშინ, როდესაც ოპტიმალურ ფორმაში შევა და გოლების გატანას დაიწყებს, ჯერჯერობით კი მაინც რთული დროება უდგას. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმესთან კონფლიქტი აქვს და გუნდიდან აბარგებას აპირებს".
მინო რაიოლა კიდევ ერთი მილანელის, ჯანლუიჯი დონარუმას აგენტია, რომელიც თურმე, "ბარსელონას" ინტერესის სფეროშია მოქცეული და ესპანელები მის შესაძენად ლომბარდიელებთან მოლაპარაკების წამოწყებას აპირებენ - რაიოლამ ამ თემაზეც ისაუბრა:
"დონარუმა მხოლოდ 16 წლისაა და უკვე უმაღლეს დონეზე თამაშობს, რაც მის მიმართ გრანდების დაინტერესებას იწვევს და ეს სულაც არ მიკვირს. დარწმუნებული ვარ, რომ ჯიჯის გადაბირება ესპანურ და ინგლისურ კლუბებს ენდომებათ, მაგრამ თავად მეკარე "მილანის" ერთგულია და არა მგონია, რომ სხვაგან წასვლა მოისურვოს.
ამასთან, "როსონერის" მესვეურებიც არ აპირებენ მასთან განშორებას და ახალ, 5-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობენ ძალიან კარგი პირობებით. ვფიქრობ, დონარუმა "მილანში" დარჩება, რადგან იქ მისი სახლია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"