სინიშა მიხაილოვიჩი: მე ჯერ კაცი ვარ და მერე - მწვრთნელი!

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა უარყო ხმები კლუბიდან მისი შესაძლო წასვლის შესახებ. მანამდე იტალიური მედია იტყობინებოდა, რომ სპეციალისტი დაიღალა კლუბის პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონის პრეტენზიებით და თითქოს მხარეებმა სეზონის დასრულების შემდეგ თანამშრომლობის გაწყვეტაზე მოილაპარაკეს.

"ტყუილია, თითქოს კლუბის ხელმძღვანელობასთან ჩემი მომავალი განვიხილე. მე კონტრაქტი მაქვს და ვზრუნავ, "მილანის" მომავალ წარმატებებს საძირკველი ჩავუყარო. სამწუხაროა, რომ "სასუოლოსთან" წავაგეთ და ამით ახალ ჭორებს მიზეზი მივეცით. ეს ყველაფერი უსაფუძვლოა და თავად მომავალ თამაშზე ვფიქრობ.

რა თქმა უნდა, მსურს კვლავაც ვიმუშაო "მილანში". სინდისი სუფთა მაქვს და თავაწეული
დავდივარ. მე ჯერ კაცი ვარ და მერე - მწვრთნელი. და თუკი ვინმეს რამეში ეჭვი ეპარება, ჩემს წინა დამსაქმებლებთან მოიკითხოს...

შესაძლოა, ვინმემ ეჭვი ჩემს სამწვრთნელო შესაძლებლობებში შეიტანოს, მაგრამ არა - პიროვნულში. მე სიტყვებს ჰაერზე არ ვისვრი და სირთულეებს არ ვუშინდები", - თქვა სერბმა სპეციალისტმა კლუბის პრესსამსახურთან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული