"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, ლომბარდიული გრანდის პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი უკმაყოფილოა შედეგებით და მწვრთნელთან განშორებას ამადაც აპირებს. თავის მხრივ, აღარც სინიშას სურს დარჩენა, რადგან ბოლო პერიოდში, მის საქმეებში აქტიურად ერევა სწორედ ბერლუსკონი და მისთვის მითითებების მიცემას არ ერიდება.
მოკლედ, თუ პრესას დავუჯერებთ, მიხაილოვიჩის მილანური კარიერა მალე დასრულდება. თავად მწვრთნელი რადიკალური განცხადებისგან თავს
"ძალიან სამწუხაროა, რომ ისევ დაიწყო საუბრები ჩემი "მილანიდან" აბარგების შესახებ და როგორც ჩანს, ამის სათავე "სასუოლოსთან" განცდილი მარცხია. ისიც ითქვა, რომ თითქოს მე თვითონ მინდა კლუბის შეცვლა, მაგრამ ეს ასე არაა. "მილანში" თავს კარგად ვგრძნობ და მინდა, აქ დიდხანს დავრჩე, მიმდინარე სეზონში კი წარმატებების მისაღწევად მყარი ფუნდამენტი უნდა ჩავყაროთ.
აქვე ვიტყვი, რომ მე დიდ პატივს ვცემ სილვიო ბერლუსკონის და ადრიანო გალიანის - არ მავიწყდება, რომ მათ ნდობა გამომიცხადეს და ვეცდები, რომ გაცემული ავანსი გავამართლო. რაც შეეხება გავრცელებულ ხმებს ჩემი შესაძლო წასვლის შესახებ, გამორიცხული ნამდვილად არ არის, რადგან ჩვენ, მწვრთნელები, ყოველთვის ჩემოდნებზე ვზივართ. მე ყველაფერს გავაკეთებ "მილანის" წინსვლისთვის, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"