"მილანი": სილვიო ბერლუსკონი სეზონით უკმაყოფილოა

AutoSharing Option
მართალია, "მილანი" იტალიის თასის ფინალში გავიდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში გუნდის ასპარეზობას წარმატებულს ვერ დავარქმევთ.

სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი სერია A-ში მე-6 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი დაკარგული აქვს, ევროპალიგაზე გასვლა კი დიდი ვერაფერი ნუგეშია.

თასის ფინალითაც არ ღირს თავის მოტყუება, რადგან ტურნირის ბადე ისე დალაგდა, რომ "მილანს" გადამწყვეტ მატჩამდე ძლიერი მეტოქე არც შეხვედრია. მოკლედ, "მილანი" ისევ კრიზისშია, კლუბის პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი კი ძალიან უკმაყოფილო და ამაზე მისი კომენტარი მეტყველებს:

"გუნდის შედეგებით ძალიან უკმაყოფილო ვარ, რადგან ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის
საგზურის მოპოვება იყო. რაც მთავარია, არც თამაშით ვბრწყინავთ და ვერც პროგრესს ვხედავ.

ბოლო ტურში, "ლაციოსთან" საშინლად ვითამაშეთ და შეგვეძლო წაგვეგო კიდეც. სეზონის წინ სულ სხვა მოლოდინი გვქონდა და დასანანია, რომ ჩვენი იმედები არ გამართლდა. ვნახოთ, სეზონის ბოლომდე კიდევ არის ცოტა დრო და იქნებ რამე შეიცვალოს. რა ბედი ელის სინიშა მიხაილოვიჩს? - მისი საკითხი ივნისში გადაწყდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული