კლუბმა მადლობა გადაუხადა მწვრთნელს გაწეული სამუშაოსთვის და სამომავლოდ კარიერაში წარმატებები უსურვა.
მიხაილოვიჩის შემცვლელად "მილანში" კრისტიან ბროკი დაინიშნა, რომელიც გუნდს სეზონის ბოლომდე გაწვრთნის.
ბროკიმ საფეხბურთო კარიერა სწორედ "მილანში" დაიწყო 1994 წელს, მაგრამ კლუბი მას 4 წლის მანძილზე სხვადასხვა გუნდში ანათხოვრებდა, შემდეგ კი - გაყიდა. 2001 წელს ბროკი დაბრუნდა "მილანში" და 7 სეზონის მანძილზე 99 შეხვედრა ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და "ლაციოში" გადაბარგდა, სადაც 2013 წელს კარიერა დაასრულა.