ლიგა 1. XV ტური: პსჟ წინ ძალიან გაიჭრა [VIDEO]

AutoSharing Option
სეზონის დაწყებამდეც ვიცოდით, რომ "პარი სენ-ჟერმენი" ფავორიტი იყო, მაგრამ თუ 15 ქულის მერე დედაქალაქელები უახლოეს მდევარს 13 ქულით გაასწრებდნენ, მაინც ძნელი წარმოსადგენი გახლდათ, თანაც უახლოესი მდევარი "კაენია"...

ლორან ბლანის გუნდმა ცალი ფეხით მოუგო ბოლოადგილოსან "ტრუას", რომელიც ისევ მოუგებელია და უსაფრთხო ზონას მხოლოდ 9 ქულით რომ ჩამორჩება, მადლობელი უნდა იყოს.

კაენელებმა გასვლაზე "ბორდოს" მოუგეს, მაგრამ მოუგეს რბილად ნათქვამია, ჟირონდელები შერცხვნენ, ვილი სანიოლს კი წყალი შეუდგა.

შერცხვა "ლიონიც", რომელიც შინ დამარცხდა "მონპელიესთან", თანაც 4 გოლი გაუშვა.

ტურის ცენტრალური შეხვედრა "სტად ველოდრომზე" ისეთი
გამოდგა, როგორც ამ სტატუსს შეეფერება.

"მარსელი" ჯერ იგებდა, მერე აგებდა, მერე ფრე იყო, მერე ისევ აგებდა... და საბოლოოდ ქულა მაინც აიღო (3:3), მაგრამ მიჩელის გუნდისთვის ეს დიდი ვერაფერი შვებაა, რადგან მარსელელები ათეულს მიღმა რჩებიან.

XV ტური
ლიონი-მონპელიე 2:4
გოლები: 0:1 გონალონი (8-ს.კ-ში), 0:2 ნინგა (11), 1:2 ლაკაზეტი (14), 1:3 ნინგა (48), 1:4 კამარა (80), 2:4 გეზალი (84)
ლიონი (4-3-1-2): ანტონი ლოპეში - რაფაელი, ბიშევაცი, გონალონი, მორელი - ტოლისო, დარდერი (69. გეზალი), ფერი - ვალბუენა (50. გრენიე) - ბოვიუ (61. კორნიე), ლაკაზეტი

პსჟ-ტრუა 4:1
გოლები: 1:0 კავანი (20), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (58-პენ.), 3:0 კურზავა (67), 4:0 ოგუსტენი (84), 4:1 აიასი (90+1)
პსჟ (4-4-2): ტრაპი - ვან დერ ვილი, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, კურზავა - ლუკასი (66. მატუიდი), სტამბული, რაბიო (66. ტიაგო მოტა), დი მარია - იბრაჰიმოვიჩი, კავანი (80. ოგუსტენი)
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ანჟერი-ლილი 2:0
გოლები: 1:0 სუნუ (20), 2:0 ტრაორე (25)
გაძევება: სიველი (68. ლილი)

ნანტი-ბასტია 0:0
გაძევება: ბედოია (90. ნანტი)

გაზ. აიაჩო-ლორიანი 1:1
გოლები: 1:0 ლარბი (18), 1:1 მუკანჯო (31-პენ.)

რეიმსი-რენი 2:2
გოლები: 0:1 ბოგა (44), 1:1 მანდი (58), 2:1 დე პრევილი (67), 2:2 გროსიცკი (81)
გაძევება: კანკავა (64. რეიმსი)
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტულუზი-ნიცა 2:0
გოლები: 1:0 ბრეიტვეიტი (31-პენ.), 2:0 ბენ იედერი (58)
გაძევება: ჰასენი (29. ნიცა)

სტ. ეტიენი-გენგამი 3:0
გოლები: 1:0 ამუმა (52), 2:0 ესერიკი (87-პენ.), 3:0 რუ (90)
გაძევება: ბაიალ სალი (90. სტ. ეტიენი)

ბორდო-კაენი 1:4
გოლები: 0:1 ბენ იუსეფი (6), 0:2 და სილვა (56), 0:3 კარასო (61-ს.კ-ში), 0:4 დელორი (77), 1:4 კრიველი (90)
გაძევება: ბიოგო პოკო (81. ბორდო)

მარსელი-მონაკო 3:3
გოლები: 1:0 ალესანდრინი (12), 1:1 ა. ტურე (18), 1:2 ა. ტურე (39), 2:2 ბატშუაი (51), 2:3 კოენტრაო (72), 3:3 ნ'კუდუ (82)

ბომბარდირები: 11 - ბილე მუკანჯო (ლორიანი); 10 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ), მიში ბატშუაი (მარსელი); 8 - ედინსონ კავანი (პსჟ); 7 - ატემ ბენ არფა (ნიცა).

მომდევნო ტური
1-ლი დეკემბერი:
ანჟერი-პსჟ, ლორიანი-ნიცა, ნანტი-ლიონი

2 დეკემბერი:
მონაკო-კაენი, გენგამი-რეიმსი, ტრუა-ტულუზა, მონპელიე-გაზ. აიაჩო, ბასტია-ბორდო, ლილი-სტ. ეტიენი

3 დეკემბერი:
რენი-მარსელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული