დავიდ ტრეზეგე "რივერ პლეიტიდან" "ნიუელს ოლდ ბოისში" გადავიდა

AutoSharing Option
დავიდ ტრეზეგე "ნიუელს ოლდ ბოისში" გადავიდა. 35 წლის ფრანგმა ფორვარდმა, რომელმაც ბოლო ორი სეზონი "რივერ პლეიტში" გაატარა, "ძველ ბიჭებთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრეზეგე "ნიუელსში" იგნასიო სკოკოს შეცვლის, ვინც კარიერას ბრაზილიურ "ინტერნასიონალში" გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონის დასრულების შემდეგ "რივერ პლეიტის" მწვრთნელმა რამონ დიასმა განაცხადა, რომ მას ტრეზეგე აღარ სჭირდებოდა და არგენტინაში დაბადებული ფორვარდი შეკრებაზე არ წაიყვანა.

შარშანდელ სეზონში დავიდი ტრავმებმა გატანჯა, რის გამოც მან "ტორნეო ფინალში" მხოლოდ 6-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ოქროს
ფეხი": ვინ გახდება ლეგენდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული