კლარენს ზეედორფის გუნდმა ჩემპიონატის აუტსაიდერ "ნაუტიკოს" უმასპინძლა და პირველ ტაიმში მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა. "ბოტაფოგომ" გოლი მხოლოდ მეორე ტაიმის დებიუტში გაიტანა - თავი ცვლილებაზე გამოსულმა ელიასმა გამოიჩინა, რომელიც გუნდის ახალწვეულია და მიმდინარე სეზონში ეს მისთვის პირველი გოლი იყო.
შეხვედრის საბოლოო შედეგი კი 34 წლის რენატო
მართალია, "კორიტიბამ" ვერ იმარჯვა და ამის გამო ერთპიროვნული ლიდერობაც დათმო, მაგრამ ამ გუნდის ქომაგები დიდად გულდაწყვეტილნი არ იქნებოდნენ, რადგან მათი გუნდი წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა, თანაც "კორიტიბას" მეტოქე "სანტოსი" იყო.
მასპინძელთა მხრიდან მორიგი გოლი გაიტანა ნეილტონმა - 19 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე უკვე 4 ბურთია და ის გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. სამი გოლი აქვს გატანილი სისეროს, რომელიც გუნდიდან ნეიმარის წასვლის შემდეგ "სანტოსის" ლიდერი გახდა. "კორიტიბადან" ორი გოლი ვეტერანმა ალექსმა გაიტანა. "ფენერბაჰჩეს" ყოფილმა ნახევარმცველმა ჯერ დეივიდის გადაცემით ისარგებლა, ანგარიში კი 88-ე წუთზე რობინიოს პასის შემდეგ გაათანაბრა.
"ალექსზე ახალი რა უნდა ვთქვა, ის ძალიან ჭკვიანია და თავისუფალ სივრცეს ყოველთვის ნახულობს. თუ გავითვალისწინებთ მის მონაცემებს, ტექნიკას, კლასს და იმას, რომ ქვეყანა ნეიმარმა და პაულინიომ დატოვეს, ალექსი, ჩემი აზრით, საუკეთესო ფეხბურთელია იმათგან, ვინც ბრაზილიაში თამაშობს," - განაცხადა "სანტოსის" მწვრთნელმა კლაუდინეი ოლივეირამ.
გრანდები კრიზისში
ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან "ფლუმინენსე" და "სან პაულო". ეს განსაკუთრებით "სან პაულოზე" ითქმის. მართალია, ორივე გუნდმა ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო, მაგრამ ყველა ტურნირს თუ გავითვალისწინებთ, ბრაზილიის 6-გზის ჩემპიონის მარცხიანი სერია უკვე 6 მატჩია გრძელდება. გარდა ამისა, პაულო აუტუორის გუნდს ჩემპიონატში უკვე 7 მატჩია არ მოუგია (2 ფრე და 5 წაგება).
"სან პაულოს" მორიგი მეტოქე "კრუზეირო" იყო, რომელიც პირიქით, ძალიან კარგად ასპარეზობს. შედეგად, 0:3 აბსოლუტურად ლოგიკური შედეგია. სტუმართა მხრიდან ჰეთ თრიქი ლუანმა შეასრულა - 24 წლის ფეხბურთელმა ერთ შეხვედრაში სამი გოლის გატანა პირველად მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ "კრუზეიროს" მეტოქე ბოლოს 2004 წელს ჰყავდა დამარცხებული და ამ გამარჯვებით 17-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა (6 მატჩი ფრედ დასრულდა და 11 "სან პაულომ" მოიგო).
ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა "ფლუმინენსეც", ვინც რიო დე ჟანეიროს დერბიში დაეცა. მასპინძელთა მარცხი ორმა წითელმა ბარათმა განაპირობა - არბიტრმა 25-ე წუთზე ფრედი, 75-ეზე კი დიგაო გააძევა. ისე, ეს ამ გუნდების (ყველა ტურნირზე) 290-ე დაპირისპირება იყო და "ვასკომ" 102-ე გამარჯვება მოიპოვა, 91 მატჩი ფრედ დასრულდა, 97 კი "ფლუმ" მოიგო.
როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში "ფლუმინენსე" გაცილებით უკეთესი გუნდია და ბრაზილიის ჩემპიონატიც ბოლო სამ წელიწადში ორჯერ აქვს მოგებული, ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა "ვასკო და გამამ" სწორედ უკანასკნელ რამდენიმე წელიწადში მოიპოვა. თავად განსაჯეთ: ბრაზილიის ჩემპიონატში გამართული ბოლო 14 მატჩიდან "ვასკომ" 5 მოიგო, 7 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო "ფლუმ" მხოლოდ 2-ჯერ იმარჯვა.
ამ შეხვედრაში შესანიშნავად გაისარჯა ჟუნინიო პერნამბუკანო, რომელიც ამ სეზონში პირველ თამაშს ატარებდა. 38 წლის ნახევარმცველი, ვინც ბრაზილიაში "ნიუ იორკ რედ ბულსიდან" დაბრუნდა, გოლის და საგოლე პასის ავტორი გახდა. ჟუნინიოს პასით კიევის "დინამოს" და "ბორდოს" ყოფილმა ფორვარდმა ანდრემ იხეირა, საბოლოო ანგარიში კი კარლოს ტენორიომ დააფიქსირა. აღსანიშნავია კარლინიოსის გოლიც - "ფლუს" მარცხენა მცველმა ჩემპიონატში უკვე მესამე გოლი გაიტანა.
სანამ ალექსი და სკოკო მოვლენ
22 ივლისს მოგახსენეთ, რომ "ინტერნასიონალი" ალექსით და იგნასიო სკოკოთი გაძლიერდა. დუნგას ამ ფეხბურთელების გარეშეც საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავს, რომელიც ამჟამად მეოთხე ადგილს იკავებს. მორიგ ტურში "ინტერმა" "ფლამენგოს" უმასპინძლა და ბრაზილიის ყველაზე პოპულარული გუნდი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი "ბაიერის" და "რომას" ყოფილმა მცველმა, 34 წლის ჟუანმა, მატჩის უკანასკნელ წუთზე გაიტანა. ამ მატჩში ცვლილებაზე გამოვიდა ლეანდრო დამიაო, რომლისთვისაც ეს შეხვედრა შესაძლოა "ინტერნასიონალის" რიგებში ბოლოც კი იყოს. "ინტერს" "ფლასთან" შინ უკვე 11 წელია არ წაუგია და ამ პერიოდში პორტუ ალეგრის წარმომადგენლებმა მე-7 გამარჯვება მოიპოვეს.
წააგო "გრემიომ", რომელსაც "ფლუმინენსეს" მსგავსად ორი ფეხბურთელი გაუძევეს. სტუმართა მხრიდან გაიტანა 39 წლის ზე რობერტომ, ვისთვისაც ეს ამ სეზონში მეორე გოლი იყო.
"ატლეტიკო მინეიროს" და "პონტე პრეტას" თამაში კი გადაიდო, რადგან "ატლეტიკოს" ოთხშაბათს (საქართველოს დროით ხუთშაბათს დილით) ლიბერტადორესის თასის ფინალის საპასუხო მატჩი ელის.
სერია A. VIII ტური
ბოტაფოგო-ნაუტიკო 2:0
გოლები: 1:0 ელიასი (49), 2:0 რენატო (78)
სან პაულო-კრუზეირო 0:3
გოლები: 0:1 ლუანი (51), 0:2 ლუანი (79), 0:3 ლუანი (82)
კრისიუმა-გრემიო 2:1
გოლები: 1:0 ველინგტონ პაულისტა (26), 1:1 ზე რობერტო (38), 2:1 მატეუს ფერაზი (75)
გაძევება: მატეუს ბიტეკო (25. გრემიო), ე. ვარგასი (54. გრემიო)
ინტერნასიონ.-ფლამენგო 1:0
გოლი: 1:0 ჟუანი (90)
ატლ. პარანაენსე-კორინთიანსი 1:1
გოლები: 1:0 მარსელო (6), 1:1 პატო (25)
სანტოსი-კორიტიბა 2:2
გოლები: 1:0 ნეილტონი (20), 1:1 ალექსი (41), 2:1 სისერო (64), 2:2 ალექსი (88)
ფლუმინენსე-ვასკო 1:3
გოლები: 0:1 ჟუნინიო პერნამბუკანო (17), 0:2 ანდრე (46), 1:2 კარლინიოსი (56), 1:3 კ. ტენორიო (82)
გაძევება: ფრედი (25. ფლუმინენსე), დიგაო (75. ფლუმინენსე)
გოიასი-პორტუგეზა 2:1
გოლები: 0:1 ბრუნო მორაეში (40), 1:1 რენან ოლივეია (45), 2:1 რენან ოლივეირა (66)
გაძევება: უგო (86. გოიასი)
ვიტორია-ბაია 0:0
ატლ. მინეირო-პონტე პრეტა გადაიდო
სატურნირო მდგომარეობა
ბომბარდირები: 6 - ბიანკუჩი (ვიტორია); 5 - ფორლანი (ინტერნასიონალი); 4 - ედერსონი (ატლეტიკო პარანაენსე), ალექსი (კორიტიბა), ნეილტონი (სანტოსი), ლუანი (კრუზეირო), ვილიამი (პონტე პრეტა), ფერნანდაო (ბაია)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბრაზილია. სერია A. VII ტური: დიეგო ფორლანმა კუთხურიდან ჩაახვია