ესპანელმა 17-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისს მოუგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისის თანატოლთა გუნდი პენალტების სერიაში დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული ისტორიაში მესამედ გახდა.

19 მაისს, ხორვატიის ქალაქ ვარაჯინში ჩატარებული ფინალური შეხვედრის სათამაშო დრო ფრედ 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ესპანელებმა იყოჩაღეს - 4:1.

რაც შეეხება თამაშის მიმდინარეობას, ანგარიში მე-18 წუთზე ინგლისელებმა კალუმ ჰადსონ-ოდოის გოლით გახსნეს, ესპანელებმა კი შესვენებამდე მატეუ მორეის გოლით (38) გაათანაბრეს. 58-ე წუთზე ფილიპ ფოდენმა ინგლისი კვლავ წინ გაიყვანა, თუმცა კომპენსირებულ დროში იგნასიო დიასმა გაიტანა და საქმე პენალტების სერიამდე მიიყვანა.

ეს ჭაბუკ
ესპანელთა მესამე, სარეკორდო გამარჯვებაა ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე. მანამდე პირინეელებმა ასეთივე წარმატებას 2007 და 2008 წლებში მიაღწიეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული