ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: გამომშვიდობება ტოტისთან და ოთხი თასი

AutoSharing Option
ევროსეზონი დასასრულს მიუახლოვდა. გვრჩება მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელიც 3 ივნისს კარდიფში გაიმართება. ამ უქმეებმა მოწინავე საფეხბურთო ქვეყნებში 4 კლუბი გაამდიდრა ტიტულებით: "არსენალი", "ბარსელონა", "დორტმუნდი" და "პარი სენ-ჟერმენი". მათ თავიანთი ქვეყნების თასები მოიპოვეს.

იტალიაში სერია A დასრულდა. რადგან თითქმის ყველაფერი გარკვეული იყო, მთავარ პლანზე ფრანჩესკო ტოტის გაცილება გადავიდა...

სერია A: უხვგოლიანი
* 1123 გოლი ჩემპიონატში - ეს 1950/51 წლების სეზონის შემდეგ ყველაზე მაღალი შედეგია იტალიაში.

* ჩირო იმობილემ (ლაციო) 23 გოლი გაიტანა, რაც მისთვის კარიერის საუკეთესო შედეგია.

* ფრანჩესკო ტოტიმ (რომა)
ჩემპიონატში 47 098 წუთი ითამაშა. ეს ერთად სიცოცხლის 32 დღე და 17 საათია.

* ფრანჩესკო ტოტიმ 619 მატჩი ითამაშა ჩემპიონატში. ის ამ მაჩვენებლით ჯანლუიჯი ბუფონს გაუსწორდა, წინ მხოლოდ პაოლო მალდინია (647 მატჩი).

* პიეტრო პელეგრი (ჯენოა) პირველი ფეხბურთელია 2001 წელს დაბადებულთაგან, ვინც ჩემპიონატში გოლი გაიტანა.

* ლუკა კროსტამდე (კალიარი) სერია A-ს სადებიუტო მატჩში პენალტი დიეგო ლოპესმა (2014 წელს) მოიგერია.

* მოიზე კინი (იუვენტუსი) 2000 წელს დაბადებული პირველი ფეხბურთელია, ვინც სერია A-ში გოლი გაიტანა.

* პაულო დიბალამ (იუვენტუსი) პირველი გოლი გაიტანა საგარეო შეხვედრაში 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ.

* ემილ აუდეროზე (იუვენტუსი) ახალგაზრდა, ვინც ჩემპიონატში ერთზე მეტი მატჩი ითამაშა, გოლკიპერებში მხოლოდ ჯანლუიჯი დონარუმაა.

ასოციაციის თასი: ყველაზე სწრაფი გოლი
* ლონდონის "არსენალმა" ინგლისის თასი კლუბის ისტორიაში მეცამეტედ მოიგო, ეს ინგლისის რეკორდია.

* არსენ ვენგერმა (არსენალი) ინგლისის თასი მეშვიდედ მოიგო, რაც ინგლისში საუკეთესო მაჩვენებელია მწვრთნელებს შორის.

* "ჩელსიმ" 4 წაუგებელი ფინალის მერე დათმო "უემბლიზე".

* ალექსის სანჩესმა (არსენალი) ამ სეზონში 51 მატჩში ითამაშა და 45 გოლში მიიღო მონაწილეობა (30 გოლი, 15 საგოლე პასი).

* ალექსის სანჩესის გოლი ასოციაციის თასის ფინალებში უსწრაფესი გოლია - თამაშის დაწყებიდან 3 წუთი და 49 წამი იყო გასული.

* ვიქტორ მოზესი (ჩელსი) მე-5 ფეხბურთელია, ვინც თასის ფინალში გააძევეს (მორანი, რეიესი, საბალეტა, სმოლინგი).

* ოლივიე ჟირუმ (არსენალი) მოედანზე შესვლიდან 38 წამში საგოლე პასი მიითვალა.

* ალექსის სანჩესმა "უემბლიზე" ბოლო 6 მატჩში 6 გოლში მიიღო მონაწილეობა (5 გოლი, 1 საგოლე პასი).

* ალექსის სანჩესმა "არსენალის" მაისურით ზედიზედ 5 მატჩში (ყველა შეჯიბრებაში) პირველად გაიტანა.

* სესკ ფაბრეგასმა (ჩელსი) ბოლო 6 მატჩში 6 გოლში მიიღო მონაწილეობა (1 გოლი, 5 საგოლე პასი).

* გერმანელი პერ მერტეზაკერი "არსენალის" სასტარტო შემადგენლობაში 392 დღის მერე პირველად გამოჩნდა.

* მესუთ იოზილმა (არსენალი) ბოლო 8 წელიწადში 5 თასი მოიგო (სხვადასხვა ქვეყანაში).

Sportall.Ge

კოპა დელ რეი: 64 წლის მერე
* ლუის ენრიკემ "ბარსელონაში" მოღვაწეობა 9 ტიტულით დაასრულა. მეტი მხოლოდ ხოსეპ გვარდიოლას (14) და იოჰან კრუიფს (11) აქვთ.

* ლიონელ მესიმ და ანდრეს ინიესტამ "ბარსელონას" მაისურით 30-ე ტიტული მოიპოვეს.

* "ბარსელონამ" ესპანეთის თასი 29-ედ მოიგო, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. ბილბაოს "ატლეტიკს" 23 ტიტული აქვს, ხოლო მადრიდის "რეალს" - 19.

* ანდრეს ინიესტა (ბარსელონა) გახდა ყველაზე ტიტულოვანი ესპანელი ფეხბურთელი - 33 ტიტულით მან ჩავის (32) გაუსწრო.

* "ბარსელონამ" ზედიზედ მესამედ მოიგო თასი, ნეიმარმა ზედიზედ მესამედ გაიტანა თასის ფინალებში.

* "ბარსელონამ" საკუთარი მიღწევა გაიმეორა, როცა 64 წლის წინათ ზედიზედ მესამედ მოიგო ესპანეთის თასი.

* ნეიმარმა (ბარსელონა) თასის სამ ფინალში გაიტანა ზედიზედ, ეს კი ბოლოს ფერენც პუშკაშმა (1960-62) შეძლო.

* ტელმო ზარას ხუთ სხვადასხვა ფინალში აქვს გატანილი, ლეო მესის - 4-ში.

* ლიონელ მესიმ ამ სეზონში (ყველა შეჯიბრებაში) 53 გოლი გაიტანა, ზუსტად იმდენი, რამდენიც "ალავესმა" მთლიანად.

* ლუის ენრიკეს თავკაცობით "ბარსელონამ" ყველა ერთმატჩიანი ფინალი მოიგო (ხუთიდან ხუთი).

* "ალავესისთვის" ეს ისტორიაში მეორე ფინალი იყო. პირველი იყო უეფას თასის ფინალი "ლივერპულთან" (2001 წელს), რომელიც ბასკებმა 4:5 დათმეს.

* "ბარსელონამ" "ვისენტე კალდერონზე" მეოთხედ მოიგო თასის ფინალი. მეორე ადგილზე "რეალია" - 3 მოგება.

Sportall.Ge

DFB პოკალი: ყველაზე ახალგაზრდა უცხოელი
* დორტმუნდის "ბორუსიამ" 2012 წლის მერე პირველად მოიპოვა გერმანიის თასი.

* "ბორუსიამ" თასი კლუბის ისტორიაში მეოთხედ მოიპოვა და ამ მაჩვენებლით სწორედ "აინტრახტს" გაუთანაბრდა.

* უსმან დემბელე (დორტმუნდი) გახდა ყველაზე ახალგაზრდა უცხოეული ფეხბურთელი, ვინც გერმანიის თასის ფინალში გაიტანა - ის 20 წლის და 12 დღის იყო.

* პიერ-ემერიკ ობამეიანგმა (დორტმუნდი) ამ კლუბის სახელით გერმანიის თასზე მე-12 გოლი გაიტანა. მეტი მხოლოდ ბურგსმიულერს აქვს გატანილი - 23.

* ანტე რებიჩი (აინტრახტი) მეოთხე ხორვატია, ვინც გერმანიის თასის ფინალში გაიტანა კლასნიჩის, პეტრიჩისა და ოლიჩის შემდეგ.

* უსმან დემბელეს გოლი თომას ტუხელის ხელმძღვანელობით "დორტმუნდის" 250-ე გოლია (ყველა შეჯიბრებაში).

* ლუკას ჰრადეცკიმ (აინტრახტი) თასის ამ გათამაშებაში 25 "სეივი" მიითვალა, ყველაზე მეტი ამ სეზონში.

* ჩემპიონატში მარკო როისმა "აინტრახტის" კარში 121-ე წამზე გაიტანა. თასის ფინალში კი "აინტრახტის" წინააღმდეგ მძიმე ტრავმა მიიღო.

* აქამდე მხოლოდ მანუელ ნოიერს ჰქონდა ნათამაშები ზედიზედ 4 სათასო ფინალში. ახლა ეს შეძლეს ლუკაშ პიშჩეკმა, მარსელ შმელცერმა, მარკო როისმა და პიერ-ემერიკ ობამეიანგმა.

Sportall.Ge

საფრანგეთის თასი: გოლის გაუშვებლად
* მაქსველი (პსჟ) საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია 37 ტიტულით. 15 პსჟ-ის მაისურით, 10 - "ბარსელონასი", 6 - "აიაქსის", 5 - "ინტერის" და ერთიც "კრუზეიროსი".

* პსჟ-მა მე-11-ედ მოიგო საფრანგეთის თასი, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.

* "პარი სენ-ჟერმენმა" თასი ისე მოიგო, ერთი გოლი არ გაუშვია. პსჟ-ის კარში სულ 13-ჯერ დაარტყეს ზუსტად. ასეთი რამ საფრანგეთში 1993 წლის მერე არ მომხდარა.

* პსჟ-მა ბოლო 18 სათასო შეხვედრა მოიგო, 51 გოლი გაიტანა და მხოლოდ 6 გაუშვა.

* პსჟ-მა ისტორიაში 33-ე ტიტული მოიგო. საფრანგეთში ეს რეკორდია.

* "რუჟ-ე-ბლუმ" ამ სეზონში ყველა შეჯიბრებაში 141 გოლი გაიტანა.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული