"მატჩაპური" კონფედერაციათა თასისთვის - რუსეთის კაფე-ბარებში საფირმო კერძი გამოჩნდა

AutoSharing Option
დღეს, 17 ივნისს, რუსეთში კონფედერაციათა თასის 2017 წლის გათამაშება დაიწყება. ტურნირს, რომელშიც მასპინძლებთან ერთად, მსოფლიოს კიდევ შვიდი ნაკრები ითამაშებს, ოთხი ქალაქი: მოსკოვი, სანკტ პეტერბურგი, ყაზანი და სოჭი უმასპინძლებს.

- კონფედერაციათა თასი 2017: კონტინენტების მეათე ჯახი

მნიშვნელოვანი საფეხბურთო ტურნირის მასპინძლობისთვის რუსეთში, რომელმაც გაისად მსოფლიოს ჩემპიონატიც უნდა ჩაატაროს, განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. აი, ქალაქ ყაზანში, კაფე-ბარების ერთ-ერთმა ქსელმა კი ამ ღირშესანიშნავ მოვლენას სულაც საფირმო კერძი მიუძღვნა - "მატჩაპური", რომელიც აჭარული ხაჭაპურის ნაირსახეობაა.

კაფე-ბარი გულშემატკივრებს ტურნირის მიმდინარეობისას (17 ივნისდან 2 ივლისამდე) ფეხბურთის ყურებასა და "მატჩაპურის"
დაგემოვნებას სთავაზობს, რომელიც ფორმით საფეხბურთო სტადიონის მსგავსია, "გულში" კი 11 კვერცხი აქვს ჩაყოლებული.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მიტინგი ლოზუნგით "ქართველობას გვართმევენ" :)
დათო
20:58 17-06-2017
0
რუსები ისეთი უზარმაზეცი ერია რომ ლომონოსოვის გამოგონილი ვოდკის გარდა ეროვნული არაფერი გააჩნიათ და მეტი რაღა დარჩენიათ?
რუსეთუმეებს: ბორშჩი და სალა უკრაინულია და პილმენი კი ჩინური.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული