ფედერალურმა ტრიბუნალმა მიშელ პლატინის საჩივარი არ დააკმაყოფილა

AutoSharing Option
ფეხბურთის ლეგენდა და UEFA-ს ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი საფეხბურთო საქმიანობას კვლავ ჩამოშორებულია. ეს გადაწყვეტილება შვეიცარიის ფედერალურმა ტრიბუნალმა მიიღო.

2015 წლის ბოლოს პლატინი FIFA-ს პრეზიდენტთან, ზეპ ბლატერთან ფარულ გარიგებებში ამხილეს, რაც ეთიკური ნორმების დარღვევად შეფასდა და ორივე მათგანი ფეხბურთს 8 წლით ჩამოაშორეს. ამის გამო პლატინის UEFA-ს პრეზიდენტობასა და FIFA-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა მოუხდა.

პლატინიმ გადაწყვეტილება რამდენჯერმე გაასაჩივრა და მისი სასჯელი 4 წლამდე შემცირდა. ფრანგი ლეგენდა ამას არ დასჯერდა და სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება მან შვეიცარიის ფედერალურ ტრიბუნალში გაასაჩივრა.

გუშინ
ცნობილი გახდა, რომ მართლმსაჯულების შვეიცარიული ორგანო ამჟამინდელ სასჯელს "გადაჭარბებულად არ მიიჩნევს" და მას ძალაში ტოვებს.

შვეიცარიის ფედერალური ტრიბუნალი საბოლოო ინსტანციაა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დროა, პლატინიმ, რომელმაც ბუცები ლურსმანზე 1987 წელს ჩამოჰკიდა, იგივე რკინის ქალამნების შემთხვევაშიც გააკეთოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული