29 წლის ფრანგი ამიერიდან "ტიანძინ ციუანძიანში" ითამაშებს. ჩინელები მოდესტეს სანაცვლოდ 35,7 მილიონ ევროს გადაიხდიან.
"კიოლნი მადლობას უხდის ანტონის აქ გატარებული წარმატებული წლებისთვის და წარმატებას უსურვებს მას ჩინეთში", - ვკითხულობთ "კიოლნის" ოფიციალურ საიტზე.
მოდესტე "კიოლნში" 2015 წელს "ჰოფენჰაიმიდან" გადავიდა. გასულ სეზონში მან ბუნდესლიგაში 25 გოლი გაიტანა. ის მხოლოდ ობამეიანგსა და ლევანდოვსკის ჩამორჩა.