17:45 18-07-2017
"მილანმა" საერთაშორისო ჩემპიონთა თასი წაგებით დაიწყო [VIDEO]
AutoSharing Option
ამხანაგური ტურნირი, 18-30 ივლისს, აშშ-ში, სინგაპურსა და ჩინეთში გაიმართება. პირველ შეხვედრას ჩინეთმა უმასპინძლა და ამ მატჩში გერმანულმა "დორტმუნდმა" იტალიური "მილანი" ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
გერმანული გუნდი მეტოქეზე, რომელსაც რამდენიმე ახალწვეული აკლდა, აშკარად უკეთ გამოიყურებოდა. პეტერ ბოსის გუნდი, მე-20 წუთისთვის, ნური შაჰინისა და პიერ-ემერიკ ობამეიანგის გოლებით, უკვე 2:0 იგებდა. 24-ე წუთზე, ბაკამ, ეფექტური შორეული დარტყმით ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ 62-ე წთუზე, ობამეიანგმა დუბლი გაიფორმა და შეხვედრას წერტილი დაუსვა.
"დორტმუნდი", საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე, მეტ თამაშს აღარ ჩაატარებს, "მილანი" კი, 22 ივლისს, "ბაიერნს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
არ დაადგა საშველი ამ ლეგენდა კლუბის გუნდად ჩამოყალიბებას. სად კრებენ ამ ნახირსსაინტერესოა. წელს მაინც ამდენი ფული დახარჯეს. შემთხვევით ამათაც რომან ფიფია ხომ არ პატრონობს.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული