საერთაშორისო ჩემპიონთა თასის სინგაპურის ზონის მატჩში, ლუჩანო სპალეტის გუნდმა ანტონიო კონტეს შეგირდებს 2:1 სძლია.
პირველი ტაიმის ბოლო წამებზე, კურტუამ იოვეტიჩს თერთმეტმეტრიანი აუღო, მაგრამ ჩერნოგორიელმა თავადვე დაამატა წარმატებით.
მე-2 ნახევრის დასაწყისში, იოვეტიჩმა უკვე თანაგუნდელს გაატანინა - თავი ივან პერისიჩმა გამოიჩინა.
შეხვედრას წერტილი ეფექტური ავტოგოლით დაესვა. 74-ე წუთზე, მოედნის ცენტრთან ახლოს მდგარმა კონდოგბიამ ბურთის მეკარისთვის დაბრუნება გადაწყვიტა და თანაგუნდელს "აუღებელი
"ინტერი", 2 თამაშიდან 2 მოგებით, საერთაშორისო ჩემპიონთა თასის სინგაპურის ზონის გამარჯვებული გახდა.
ჩელსი: კურტუა, ასპილიკუეტა (ტომორი 89), ლუისი, კეჰილი (კლარკ-სელტერი 89), მოზესი (კუევასი 89), ფაბრეგასი (პასალიჩი 89), კანტე (სკოტი 89), ალონსო (რუდიგერი 54), ვილიანი (მუზონდა 65), ბაჩუაი (რემი 89), მორატა (ბოგა 65)
ინტერი: პადელი, დ'ამბროზიო (რანოკია 90+2), სკრინიარი, მირანდა (მურილიო 71), ნაგატომო (ანსალდი 71), გალიარდინი, ვალერო (ვალიეტი 77), კანდრევა (კონდოგბია 58), ბროზოვიჩი (ედერი 71), პერისიჩი (გაბრიელი 71), იოვეტიჩი (მარიო 58)
გოლები: 0:1 იოვეტიჩი 45+3, 0:2 პერისიჩი (53), 1:2 კონდოგბია 74 (ს.კ.)