კონფედერაციათა თასი. II ტურის წინ: ყველაფერი ან არაფერი

AutoSharing Option
19 ივნისს, საქართველოს დროით 23 საათზე, ქალაქ ფორტალეზაში ერთმანეთს მასპინძლები და მექსიკელები შეხვდებიან.

გუნდებმა რადიკალურად განსხვავებული სტარტი აიღეს - ბრაზილიამ იაპონიის ერონული ნაკრები გაანადგურა (3:0), მექსიკამ კი მარიო ბალოტელის გოლის გამო იტალიასთან წააგო (1:2) და მორიგი მარცხის შემთხვევაში ტურნირსაც გამოეთიშება.

ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება ხოსე მანუელ დე ლა ტორეს შეგირდების გამარჯვებით დასრულდა: შარშან, ივნისში, აშშ-ში გამართული ამხანაგური მატჩი მექსიკამ ჯოვანი დოს სანტოსის და ხავიერ ერნანდესის გოლების წყალობით 2:0 მოიგო.

გარდა ამისა, ეს გუნდები ერთმანეთს ოლიმპიადის ფინალშიც შეხვდნენ, სადაც ასევე მექსიკელებმა
იმარჯვეს (2:1).

საინტერესოა, რომ მაშინდელი შემადგენლობებიდან დღეს ორივე ნაკრების რიგებში 14 ფეხბურთელია, აქედან 8 მექსიკის ღირსებას იცავს (ხოსე კორონა, ირამ მიერი, დიეგო რეიესი, ხავიერ აკინო, კარლოს სალსიდო, ექტორ ერერა, ჯოვანი დოს სანტოსი და რაულ ხიმენესი), 6 კი ბრაზილიის (ტიაგო სილვა, მარსელო, ოსკარი, ნეიმარი, ლუკას მოურა და ჰალკი).

კომენტარები
"მექსიკა ყოველთვის რთული დასამარცხებელია. მათ რამდენიმე თვის წინ ძალიან გამაბრაზეს, მაგრამ ამ შეხვედრას რევანშის შესაძლებლობად არ განვიხილავ.

ჩემი აზრით, ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი გუნდისთვის, ასევე ჩემი კარიერისთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერად ოლიმპიადის ფინალზე რთული მატჩი გველის, რადგან მათ ახლა უფრო მეტი გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავთ,"
- განაცხადა ტიაგო სილვამ.

"ვფიქრობ, ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგად ვთამაშობთ. უბრალოდ, მნიშვნელოვანია, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ. შრომა აუცილებლად დაგვიფასდება და ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ კვლავ 100 პროცენტით დავიხარჯოთ.

ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ და ბრაზილიასთან შესახვედრად ვემზადებით. ეს მატჩი იტალიასთან გამართულ შეხვედრაზე რთული იქნება",
- ეს უკვე ფრანსისკო როდრიგესის, იგივე მასას სიტყვებია.

ძაკერონის სამშობლოს დამარცხება სურს
იაპონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალბერტო ძაკერონი თანამემამულეებს დაუპირისპირდება.

"მილანის", "ლაციოს" და "ინტერის" ყოფილი მწვრთნელი, რომელიც "სამურაებს" 2010 წლიდან წვრთნის, სამი ქულის ასაღებად ყველაფერს გააკეთებს.

მისმა გუნდმა პირველ ტურში წააგო და მეორე მარცხი, დიდი ალბათობით, გავარდნის ტოლფასი იქნება.

ამ გუნდებს ისტორიაში სულ ერთხელ, 2001 წელს ამხანაგურად აქვთ ნათამაშები. 12 წლის წინ გამართული ის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა (გოლები: იანაგისავა და დონი).

აღსანიშნავია, რომ მაშინდელ შეხვედრაში მონაწილეობდა ერთი ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მინდორზე დღესაც გავა. საუბარი, რა თქმა უნდა, ჯანლუიჯი ბუფონზე გვაქვს, ვინც ეროვნული გუნდის ფორმას 130-ედ მოირგებს.

კომენტარები
"იაპონიას მცირე უპირატესობა აქვს, რადგან მათ ერთი დღით მეტი დაისვენეს. გარდა ამისა, ალბერტო ჩვენ ძალიან კარგად გვიცნობს და მან იცის, როგორ ვმუშაობთ.

ველი, რომ ის ხაფანგს მოგვიმზადებს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვიქნებით.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ წინააღმდეგ საინტერესო სტრატეგიას მოიფიქრებს",
- განაცხადა იტალიელთა დამრიგებელმა ჩეზარე პრანდელიმ.

"პირლო? ის გუნდის ტვინია, საოცარი ფეხბურთელი. თავიდანვე წნეხში უნდა მოვაქციოთ, თორემ პრობლემები შეგვექმნება.

იტალიას დიდებული გუნდი ჰყავს, რომელიც საოცრად ორგანიზებულია, მათი დაცვა კი, პრაქტიკულად, გაუვალი",
- ეს იაპონელთა ნახევარმცველის, მაკოტო ჰასებეს სიტყვებია.

კონფედერაციათა თასი. ბრაზილია 2013. II ტური. A ჯგუფი
19 ივნისი
ბრაზილია-მექსიკა 23:00
ურთიერთშეხვედრები
სულ 37 მატჩი: +21 =6 -10 (69-36)

იტალია-იაპონია 02:00
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 მატჩი: +0 =1 -0 (1-1)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბრაზილია 1 1 0 0 3-0 3
2. იტალია 1 1 0 0 2-1 3
3. მექსიკა 1 0 0 1 1-2 0
4. იაპონია 1 0 0 1 0-3 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრაზილია-იაპონია 3:0 - ნეიმარი იწყებს, ბრაზილია იგებს [VIDEO]
იტალია-მექსიკა 2:1 - სუპერპირლო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული