პენტაკამპიონებმა მრისხანე მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. როგორც ჩანს, ვისენტე დელ ბოსკეს შეგირდებმა იტალიასთან გადატანილი მძიმე ნახევარფინალის შემდეგ ძალების აღდგენა ვერ მოასწრეს. თანაც, ესპანელებს დასასვენებლად ერთით ნაკლები დღე ჰქონდათ.
ბრაზილიელებმა სწრაფი გოლის გატანა შეძლეს - უკვე მეორე წუთზე ჰალკმა ბურთი შორ ძელთან ნეიმარს ჩააწოდა, ამ უკანასკნელმა კი ერთი შეხებით ფრედს უპასა, რომელმაც, მეტოქესთან ჭიდილში ძირს დაცემულმა, კასილიასის
შესვენებამდე წუთით ადრე ნეიმარმა ოფსაიდის ზღვარზე მარცხენათი ბრწყინვალედ დაჰკრა და მასპინძელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.
შეხვედრის განახლებისთანავე უკვე ფრედი შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და დუბლი გაიფორმა - 3:0.
ესპანელებს ანგარიშის შენარჩუნების შანსი 55-ე წუთზე ჰქონდათ, თუმცა სერხიო რამოსმა კარს ააცილა. 68-ე წუთისთვის კი ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი სულაც კაცნაკლული დარჩა - პიკემ ნეიმარი ბოლო იმედის ჯარიმით შეაჩერა და ყველაფერი აქ დასრულდა. ბრაზილიამ დამაჯერებლად გაიმარჯვა.
მატჩის შემდგომი კომენტარები:
ლუიშ ფელიპე სკოლარი: ეს გამარჯვება ჩვენთვის მოულოდნელია
ნეიმარი: ღმერთისთვის შეუძლებელი არაფერია
ფრედი: ბრაზილიამ ეს გამარჯვება მთელი ტურნირის მანძილზე დაიმსახურა
ვისენტე დელ ბოსკე: მეტოქე ჩვენზე კარგად თამაშობდა
ჩავი: თამაშს ისე არ ვაკონტროლებდით, როგორც გვჩვევია ხოლმე
ფერნანდო ტორესი: ვინმეს თუ ჰგონია, რომ რამე გვაქვს დასამტკიცებელი, ძალიან ცდება
მატჩის შემდეგ კონფედერაციათა თასზე ტურნირის გამორჩეული ფეხბურთელები დაჯილდოვდნენ. "ოქროს ბუცის" მფლობელი ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი გახდა, "ვერცხლის ბუცი" ბრაზილიელ ფრედს მიაკუთვნეს, "ბრინჯაოსი" კი მის თანამემამულე ნეიმარს.
ტორესისა და ფრედის ანგარიშზე ხუთ-ხუთი გატანილი გოლია და ერთი საგოლე გადაცემა, თუმცა უპირატესობა ესპანელს მიენიჭა, რადგან ამ უკანასკნელმა მოედანზე გაცილებით ნაკლები დრო გაატარა.
ნეიმარის აქტივში ოთხი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა.
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ნეიმარი დასახელდა და მას "ოქროს ბურთი" გადაეცა. მეორე პრიზი ინიესტას მიაკუთვნეს, მესამე კი - პაულინიოს.
ტურნირის საუკეთესო მეკარედ ჟულიო სეზარი დასახელდა, ხოლო ფეარ-პლეის პრიზით ესპანეთის ნაკრები დაჯილდოვდა.