
გასულ უქმეებზე რონალდომ "სოსიედადს" (5:1) სამჯერ გაუტანა, საკუთAრი გოლების რაოდენობა 16-მდე აიყვანა და "ოქროს ბუცის" ჩათვლაში 32 ქულა ჩაიწერა.
ლიდერთა ხუთეული კი ასე გამოიყურება:
1. კრიშტიანო რონალდო (რეალი) - 16 გოლი - 32 ქულა
2. ნერიუს ვალსკისი (სუდუვა) - 27 გოლი - 27 ქულა
3. დიეგო კოშტა (ატლეტიკო) - 13 გოლი - 26 ქულა
4. ფრუდე იუნსენი (ოდ გრენლანდი) - 16 გოლი - 24 ქულა
5.
აღსანიშნავია, რომ ხუთეულში მოხვდა თბილისის "დინამოს" ყოფილი ლეგიონერი ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი, რომელIც ქართულ გუნდში თამაშის დროს ასეთი შედეგიანი ნამდვილად არ იყო.
2012/13 წლების სეზონში ვოსკობოინიკოვმა თბილისის "დინამოს" მაისურით 13 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც მხოლოდ ერთხელ გამოირჩა. ამ სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთელმა და კლუბმა თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვეს.