ყირიმულ ფეხბურთთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციაზე აღმასკომმა, უეფას გადაუდებელ სიტუაციებზე 2014 წლის 22 აგვისტოდან მომუშავე ჯგუფის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, ყირიმულ კლუბებს 2015 წლის პირველი იანვრიდან რუსეთის საფეხბურთო კავშირის შეჯიბრებებში ასპარეზობა აუკრძალა.
სანამ რეგიონი სხვა მითითებებს მიიღებს, ის საფეხბურთო თვალსაზრისით "განსაკუთრებულ ზონად" არის აღიარებული.
რუსეთის საფეხბურთო კავშირს ყირიმის ტერიტორიაზე უეფასა და უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ნებართვის გარეშე არ შეუძლია რაიმე სახის საფეხბურთო ტურნირების ორგანიზება.
უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრისა და კომიტეტის
დაფინანსების ზუსტი მოცულობა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მომდევნო სხდომაზე გაირკვევა. მიღებული გადაწყვეტილება უეფასა და ფიფას წესდებას შეესაბამება და მიმართულია ყირიმში ფეხბურთის მხარდაჭერისა და განვითარებისკენ.
ამასთან ერთად, უეფას გადაწყვეტილებას ემხრობა ფიფაც. ამის შესახებ ცნობას ფიფას პრესსამსახური ავრცელებს.
პირველი იანვრიდან ყირიმში ფეხბურთი უეფას ეგიდით განვითარდება.