ალექსანდერ ჩეფერინი უეფას ვიცე-პრეზიდენტობიდან სურკისის გაშვებას აპირებს

AutoSharing Option
უეფას ახალი პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი ორგანიზაციის "გაწმენდას" და მაღალი თანამდებობის რამდენიმე ისეთი პირის გათავისუფლებას აპირებს, რომლებიც მის წინამორბედ მიშელ პლატინისთან მუშაობდნენ.

როგორც champion.com.ua თავის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ჩეფერინი ორგანიზაციიდან ვიცე-პრეზიდენტის გრიგორი სურკისის გაშვებას აპირებს. ცნობილია, რომ სურკისი აქტიურად უჭერდა მხარს უეფას საპრეზიდენტო არჩევნებში სლოვენიელის კონკურენტებს.

როგორც ირკვევა, უეფას ხელმძღვანელს არც ის მოსწონს, რომ უკრაინელი ჩინოვნიკი ფიფას ექს-პრეზიდენტის ზეპ ბლატერის ნდობით აღჭურვილი პირი იყო, რომელიც, ისევე როგორც პლატინი, კორუფციაში დაადანაშაულეს.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდერ ჩეფერინი 29 სექტემბერს თბილისს ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული