ევროუქმეების ფაქტები და ციფრები: დიდებული "ჩელსი" და ღვთაებრივი აზარი

AutoSharing Option
ევროპაში რომელია ტოპ-გუნდი ამჟამად? "ლაიპციგის" სასწაულის დიდი პატივისცემის მიუხედავად, ასეთი ანტონიო კონტეს "ჩელსია".

პრემიერლიგა: დაუმარცხებელი დეზები
* "ბორნმუთმა" ამ სეზონში უკვე 13-ჯერ გაარტყა ბურთი ძელს, რაც 6-ით მეტია სხვა ნებისმიერი გუნდის შედეგზე.

* "ჩელსიმ" ყველაზე ნაკლებჯერ მისცა მეტოქეებს მის კარში დარტყმის საშუალება - 26.

* ედენ აზარმა (ჩელსი) "მიდლსბროსთან" მატჩში 6 საგოლე შანსი შექმნა (მისი წინა რეკორდი 8 შანსია "სანდერლენდთან" 2015 წელს).

* "ჩელსიმ" 2010 წლის შემდეგ პირველად შეძლო ზედიზედ 6 მატჩის გოლის გაუშვებლად მოგება.

* პრემიერლიგის ისტორიაში ასეთი სერია 10-ჯერ
მოხდა და აქედან 5 სერია "ჩელსის" ეკუთვნის.

* დიეგო კოშტამ (ჩელსი) ბოლო 7 საგარეო მატჩში 7 გოლი გაიტანა.

* ამ სეზონში ყველაზე მეტ გოლში მონაწილეობა დიეგო კოშტამ მიიღო - 13 (10 გოლი, 3 საგოლე პასი).

* ედენ აზარმა პრემიერლიგაში 150-ედ ითამაშა. მის ანგარიშზე 48 გოლი და 31 საგოლე პასია.

* "ჩელსიმ" პრემიერლიგის ისტორიაში პირველად დააყენა ერთი და იგივე შემადგენლობა ზედიზედ ხუთ ტურში.

* "ვესტ ჰემმა" 8-ჯერ დაკარგა ქულები მას მერე, რაც ლიდერობდა. ეს პრემიერლიგაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

* ჰარი კეინმა (ტოტენჰემი) ორი გოლი 160-წამიან შუალედში გაიტანა.

* "ტოტენჰემმა" პრემიერლიგაში ამ სეზონში პირველად გაუშვა ერთზე მეტი გოლი.

* მაიკ დინმა ამ სეზონში 8 პენალტი დანიშნა, რაც ამ სეზონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

* ოლივიე ჟირუმ (არსენალი) მისი ბოლო 8 ზუსტი დარტყმიდან 7 გოლი გაიტანა.

* მაიკლ ანტონიომ (ვესტ ჰემი) 2016 წელს მე-11 თავური გოლი გაიტანა. 2010 წელს ზუსტად ამდენი გოლი გაიტანა თავით ტიმ კეჰილმა, თუმცა ანტონიოს წლის ბოლომდე კიდევ აქვს დრო.

* ვიქტორ ანიჩებემ პრემიერლიგაში დუბლი 2006 წლის მერე პირველად შეასრულა.

* იაია ტურემ (სიტი) პრემიერლიგაში დუბლი 2015 წლის მაისის მერე პირველად შეასრულა.

* "სტოკ სიტიმ" ზედიზედ 13 პენალტი გაიტანა, ეს სერია ბოიან კრკიჩმა დაასრულა გაცუდებული პენალტით "ბორნმუთის" კარში.

* 2016 წელს ინგლისელთა შორის ყველაზე მეტი გოლი ჯერმეინ დეფომ (სანდერლენდი) გაიტანა - 18.

* ჯერმეინ დეფო მერვე ფეხბურთელია პრემიერლიგის ისტორიაში, ვინც 15 გოლი გაიტანა.

* "მანჩესტერ იუნაიტედს" ამაზე ცოტა ქულა 12 ტურის შემდეგ მხოლოდ 2004/05 წლების სეზონში ჰქონდა.

* ჟოზე მოურინიო პრემიერლიგაში კვლავ რჩება დაუმარცხებელი "არსენალთან" დაპირისპირებებში.

ლა ლიგა: "კამპ ნოუს" გმირი
* რაც "ბეტისში" თამაშობს, პირველად მოხდა, რომ რუბენ კასტრომ ლა ლიგის ზედიზედ ცხრა მატჩში ვერ გაიტანა გოლი.

* ხოაკინმა ამ ტურამდე "ბეტისის" რიგებში ერთ მატჩში ორი საგოლე პასი ბოლოს 2005 წელს გააკეთა.

* მატჩის ბოლო 5 წუთის განმავლობაში გოლების რაოდენობით "სევილია" ლიდერია - 8.

* 4 მატჩია, რაც კარლოს კამენი "კამპ ნოუდან" უგოლოდ მიდის.

* გასულ და ახლანდელ სეზონებში (ყველა შეჯიბრში) ნახევარმცველებს შორის ყველაზე მეტი გოლი რაულ გარსიამ (ბილბაო) გაიტანა - 15.

* ინიგო მარტინესი (რეალ სოსიედადი) პირველი მცველია, ვინც ლა ლიგაში ამ სეზონში პირდაპირ საჯარიმო დარტყმით გაიტანა გოლი.

* "ვალენსიას" 12 ტურის მერე მხოლოდ 11 ქულა აქვს, მხოლოდ ორჯერ ჰქონდა მას ნაკლები (1958 და 1983 წლებში, ორივეჯერ 9 ქულა).

* "ვალენსიას" და "ლეგანესს" ამ სეზონში ჯერ არ მოუგიათ პირველი ტაიმი.

* ბოლო 40 მატჩიდან "ვალენსიამ" მხოლოდ ერთში მოახერხა კარის მშრალად შენახვა.

* კრიშტიანო რონალდო გახდა მადრიდული დერბის ყველა დროის ბომბარდირი 18 გოლით.

* კრიშტიანო რონალდოზე მეტი გოლი "ვისენტე კალდერონზე" მხოლოდ რონალდო ნაზარიოს აქვს გატანილი - 7 და 9.

* რაც იან ობლაკი "ატლეტიკოს" მეკარეა, გუნდმა ლა ლიგაში პირველად გაუშვა სამი გოლი.

* კრიშტიანო რონალდომ 8 პენალტი გაიტანა "ატლეტიკოს" კარში.

* 2009/10 წლების სეზონიდან მოყოლებული, ყველაზე მეტი გოლი პირდაპირ საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა რონალდომ - 20, მეორე ადგილზეა ლიონელ მესი - 16, მესამეზე - ბენიატ ეჩებარიამ - 9.

* ფერნანდო ტორესმა (ატლეტიკო) ლა ლიგის 12 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა "რეალის" კარში.

* თუკი ლუკას ვასკესი სასტარტო შემადგენლობაშია, "რეალი" არ აგებს - 14 მოგება, 2 ფრე.

* 16 საგარეო მატჩია, "რეალი" არ მარცხდება.

* ნეიმარმა 6-ჯერ დაარტყა "მალაგას" კარში, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა. აქამდე მას ასეთი რამ არ მოსვლია.

* რაც ლუის სუარესმა "ბარსელონას" შემადგენლობაში თამაში დაიწყო, პირველად მოხდა, რომ მატჩი მანაც გამოტოვა და ლეო მესიმაც.

ბუნდესლიგა: ტუხელის იუბილე
* 2016 წელს იულიან ბრანდტმა (ლევერკუზენი) მეოთხედ მოახერხა ერთ თამაშში გოლი + პასის მითვლა.

* "ლევერკუზენისა" და "ლაიპციგის" მატჩში პირველ 4 წუთში ორი გოლი გავიდა, ბოლოს ბუნდესლიგაში ასეთი რამ 2009 წელს მოხდა.

* "აინტრახტის" ალექს მაიერს ზუსტად იმდენი გოლი აქვს ბუნდესლიგაში გატანილი, რამდენიც თომას მიულერს (ბაიერნი) - 91.

* აიმან ბარკოკმა (აინტრახტი) ბუნდესლიგაში დებიუტი გოლით აღნიშნა.

* "ჰოფენჰაიმისთვის" 11-მატჩიანი წაუგებელი სერია ბუნდესლიგაში კლუბის რეკორდია.

* 2016 წელს სანდრო ვაგნერმა ბუნდესლიგაში 15 გოლი გაიტანა. მას მხოლოდ სამი ფეხბურთელი უსწრებს - ლევანდოვსკი - 22, მოდესტე - 20 და ობამეიანგი - 19.

* 7-მატჩიანი მოუგებელი სერიის მერე "დორტმუნდმა" შეძლო "ბაიერნის" დამარცხება.

* თომას ტუხელმა "დორტმუნდის" თავკაცის პოსტზე 50-ე გამარჯვება იზეიმა 74 მატჩიდან.

* მარიო გიოტცემ პირველად მიიღო ბუნდესლიგაში გოლში მონაწილეობა, რაც "ბაიერნიდან" "დორტმუნდში" დაბრუნდა.

* "შალკეს" კაპიტანმა ბენედიქტ ჰიოვედესმა ბუნდესლიგაში მე-100 გამარჯვება იზეიმა.

* 2013/14 წლების სეზონიდან მოყოლებული, ანტონი მოდესტეზე (ჰერტა) მეტი გოლი თავით არავის გაუტანია - 12.

* ლარს შტინდლმა (გლადბახი) "ბორუსია პარკზე" ბოლო 9 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

* იუნუს მალიმ ბუნდესლიგაში 29-ე გოლი გაიტანა და "მაინცის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირ მოჰამედ ზიდანს გაუთანაბრდა.

სერია A: სრულყოფილი ფორვარდი
* სუსო მეორე ესპანელი ფეხბურთელია, ვინც მილანურ დერბიში გაიტანა ლუის სუარესის შემდეგ.

* "ფიორენტინამ" ყველაზე მეტჯერ შეინახა კარი მშრალად ამ სეზონში - 6.

* მილანის "ინტერმა" ამ სეზონში 9 ქულა მას მერე მოიპოვა, რაც აგებდა. ეს ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია.

* პირველ 13 მატჩში "ატალანტამ" თავისი რეკორდი დაამყარა - 25 ქულა.

* ანდრეა ბელოტიმ (ტორინო) ევროპის ტოპ-5 ლიგაში უცნაური რეკორდი დაამყარა - მხოლოდ მას აქვს გატანილი 3-ზე მეტი გოლი, როგორც მარცხენა ფეხით, ასევე მარჯვენით და თავით.

ლიგა 1: აფრიკული დესანტი
* თომას ლემარმა, 2014/15 წლების სეზონიდან მოყოლებული, საჯარიმო დარტყმით 4 გოლი გაიტანა, რაც ამ პერიოდში ლიგა 1-ის საუკეთესო შედეგია.

* "მონაკომ" ლიგა 1-ის ბოლო 14 მატჩიდან 10 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 2 წააგო.

* რაც გამარჯვებაზე სამი ქულა შემოიღეს, "ნიცამ" საწყის 13 ტურში ყველაზე მეტი ქულა მოაგროვა - 32.

* "ნიცამ" "სენტ ეტიენის" 6-მატჩიანი საშინაო წაუგებელი სერია დაასრულა.

* მაქსიმ ლოპესს (მარსელი) "კაენთან" მატჩში ბურთთან 129 შეხება ჰქონდა. ეს "მარსელის" ფეხბურთელისთვის ამ სეზონის რეკორდია.

* "მონპელიეს" 20 გოლიდან (ამ სეზონში) 16 აფრიკელი ფეხბურთელების ანგარიშზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბელოტი, ძძალიან მაგარი ბიჭია, იტალიის მომავალი 9 ნომერი!
dato
14:32 23-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული