საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ბერძენმა სპეციალისტმა გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად შეკრებაზე ახალგაზრდებსაც უხმო.

ეროვნული გუნდის კანდიდატთა სიაში 17 კალათბურთელია შესული, თუმცა, შესაძლებელია, ეს რიცხვი გაიზარდოს.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღეში B ნაკრები იკრიბება, რომლის რამდენიმე წევრიც ეროვნულ გუნდში მოიაზრება. B ნაკრები 26 ივნისიდან 15 ივლისამდე ჩინეთში, საერთაშორისო ტურნირებში მიიღებს მონაწილეობას და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება მის წევრთა ეროვნულ გუნდთან შეერთების საკითხი.

გაფართოებული შემადგენლობაში ძირითადი ბირთვი ნაკრების გამოცდილი და უცვლელი წევრები არიან, ხოლო დანარჩენებს სხვადასხვა დროს უთამაშიათ
ევროვნულ გუნდში, ანაც კანდიდატთა შორის ყოფილან.

გაფართოებული სიის ერთადერთი მოთამაშე, რომელიც არასდროს ყოფილა ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული, 17 წლის გოგა ბითაძეა.

ეს კალათბურთელი სერბულ "მეგა ბიმაქსში" თამაშობს, 211 სანტიმეტრი სიმაღლისაა და წლევანდელი ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ითამაშა და შედეგიანობით ფინალური ტურნირზე საუკეთესო იყო. ბითაძე 14-24 ივლისს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის "ბ" დივიზიონში დაეხმარება, რისი დასრულების შემდეგაც ახალგაზრდა ცენტრი ეროვნულ გუნდს სლოვენიაში შეუერთდება.

წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული გუნდის 17-კაციან, გაფართოებულ სიას:

Sportall.Ge

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 21 /
არ ვიცი რამდენად სერიოზული მიზეზი აქ ცქიტიშვილს, მაგრამ თუ კითხულობს ამსე: სამშობლოს არ ებუტებიან. ეს ნაკრები არც კოკოშკოვის იყო და არც ზუროსის იქნება და არც ზუროსის მერე რომ მოვა. დღემდე არ გაუკეთები ვინმეს კომენტარი ამაზე. გვითხარით და გავიგებთ.
giorgi
06 ივნისი 2017 17:53
0
დვალიშვილს არ დაუძახოთ არა !!!!
akaki
06 ივნისი 2017 15:27
0
ცქიტიშვილი თუ გაბუტულია, ბავშვობიდან ვერ გამოსულა. შენს ქვეყანას როცა ჭირდები მაშინ უნდა ემსახურო. ბოისა თავს არ ზოგავს, იბრძვის ჟილკიანად ირჯება, მაგრამ ცხადაძის არ იყოს, საკუთარი ოჯახის წევრი ნაკრებში თუ მთელი თავით სხვებს არ ჯობია, არაა მაინც მოსაწონი
akaki
06 ივნისი 2017 14:14
0
ცქიტიშვილი დააბრუნეთ
ქართველი
06 ივნისი 2017 13:49
0
მოაშორეთ ბოისა!!! ხალხნო არ შეიშძლება ესე, რადგანაც ვიცეპრეზინდენტის ძმაა ამიტომ 50 წლის ასაკშიც უნდა ითამასოს? უბრალოდ სირცხვილია ბოისები ყველას კარგად გვახსოვს, თავის საქმეს ყოველთვის კარად აკეთებდნენ და ბოლომდე იხარჯებოდნენ, მაგრამ უკვე კარგა ხანია მაღალ დონეზე ვერ თამასობს ანატოლი და შერცხვენას დაანებოს თავი ნაკრებს სჯობს!
patrioti
06 ივნისი 2017 12:22
0
Geo-ს. რა პრობლემაა, შემიძლია არა მარტო ხელები ამოვიღო ჯიბიდა...............
andrei kovalenko
06 ივნისი 2017 12:10
0
დვალიშვილი უნდა შეეყვანათ აუცილებლად გაფართოებულში, მაგალითად შარაბიძის ნაცვლად, კარგი სტატისტიკა ქონდა. ბითაძე კი რააცით ლავს გავს ცენტრისთვის საინტერესო სამქულიანებით
კახა
06 ივნისი 2017 11:29
0
ცქიტიშვილს თავის დროზე კოკოშკოვი არ ეძახოდა,ამის გამო დავისაჯეთ ლიტვასთან - ძლივს დადიოდნენ ბიჭები, სრულფასოვანი შეცვლა არ იყო... ეხლა კიდევ თვითონ არ უნდა - ელაპარაკა ზუროსი უკვე. ასეთ დროს საჭიროა ფედერაციის აქტიურობა, როგორც პირველ,ასევე მეორე შემთხვევაში.
ვარლამი
06 ივნისი 2017 11:10
0
მაინტერესებს დვალიშვილს რატომ არ აძლევენ შანსს, გაფართოებულში ხო მაინც შეიძლებოდა დასახელება, რომ ტესტზე მაინ გამოეცადათ...
დავითი
06 ივნისი 2017 10:57
0
andrei kovalenko - ჯიბიდან ორივე ხელი ამოიღე და ისე წერე ხოლმე რაღაცეები :))))
Geo
06 ივნისი 2017 10:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული