მსოფლიო თასი 2019: "ევროვიზიამ" საქართველოს ნაკრებს გეგმა აურია

AutoSharing Option
კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს საქართველოს ნაკრები გერმანიაში 24 ნოემბერს გახსნის. სამ დღეში დაგეგმილი იყო თბილისური მატჩი სერბეთთან, მაგრამ წელს მსოფლიოს შესარჩევის შეხვედრას ჩვენი გულშემატკივარი საქართველოში ვეღარ იხილავს.

- საქართველოს ნაკრების კალენდარი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში

ქართული მხარის თხოვნა ფიბას წარმომადგენლებმაც გაითვალისწინეს, სერბებმაც და მასპინძლობა გაგვიცვალეს. ასე რომ, 27 ნოემბერს სერბეთში ვითამაშებთ, სანაცვლოდ კი, თბილისში მომავალი წლის 29 ივნისს ვუმასპინძლებთ.

რა არის გაცვლის მიზეზი? - იკითხავთ. საქმე ისაა,
რომ 26 ნოემბერს თბილისში "ევროვიზია ჯუნიორი" გაიმართება. მას სპორტის სასახლე უმასპინძლებს...

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქეები საკვალიფიკაციო G ჯგუფში სერბეთი, გერმანია და ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში მეორე ადგილზე გასული ნაკრები იქნებიან. მსოფლიოს ჩემპიონატი ჩინეთში 2019 წლის 31 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება და მასში მსოფლიოს 32 უძლიერესი ნაკრები ითამაშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
მე მგონი სწორად მოიქცნენ რადგან ივნისში თბილისურ თამაშში, რომელიც სავარაუდოდ გადამწყვეტი იქნება, ზაზაც შეძლებს მონაწილეობის მიღებას, პირიქით რომ ყოფილიყო ნოემბერში ზაზა ვერ დაგვეხმარებოდა ( უბრალოდ არ გამოუშვებდნენ გუნდიდან) გასვლაზე კი ზაზასთან ერთად, თუ მის გარეშე, ალბათ ცოტა შანსი გვაქვს მოგების. ასე რომ, ძალიან პრაგმატული გადაწყვეტილებაა, ევროვიზია კი საბაბად გამოვიყენეთ
დუდუ
15:15 15-06-2017
0
რატომ გჭირთ ერთნაირი მაინიები პუტინოიდებს?
შენც შენს ნაირი პუტინოიდი მსქროლავი ტროლივით ყველა სფეროს და საკითხის სპეციალისტი გახდი და ყველგან ეგლებით ორივენი. DDDDDDDDDD
tnghs
13:54 15-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული