იგორ კოკოშკოვი: წაგებას საკუთარ თავზე ვიღებ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა ჩეხეთის ეროვნულ გუნდთან ევროპის ჩემპიონატის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენ ნაკრები ანგარიშით 79:95 დამარცხდა.

"ჩეხებთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრები მზად არ აღმოჩნდა ფიზიკურად, მენტალურად და ფსიქოლოგიურად, რაზეც დიდი გავლენა მოახდინა სლოვენიელებთან წინა დღეს გამართულმა მატჩმა, რომელსაც დიდი ენერგია შევალიეთ.

ჩეხეთი ჩვენზე სწრაფად დარბოდა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა.

ამის მიუხედავად, ჩემი კალათბურთელების მიმართ კომპლიმენტის გარდა არაფერი მეთქმის, მათ ბოლომდე იბრძოლეს ოთხივე შეხვედრაში. წაგებას საკუთარ თავზე ვიღებ",
- ასეთი იყო ქართველთა მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის კომენტარი ჩეხეთთან
თამაშის შემდეგ.

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ასევე საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა კალათბურთელმა დუდა სანაძემ:

"სატურნირო თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო, რომელიც სამწუხაროდ, წავაგეთ. გუნდის ძირითადი ბირთვი გადაღლილი იყო და ვეღარ მოვახერხეთ მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მიუხედავად იმისა, რომ დავმარცხდით, ჩვენ ამაყები ვართ, რომ საქართველოს სახელს ვიცავთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო-ჩეხეთი 79:95 - გადავი-ჩეხეთ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 10 /
რას ქვია ხან მოვიგებთ და ხან ჭავაგებთ,ყველა მათჩი თითქმის წავაგეთ,პოლონეთს თუ მოუგეთ ეს არაფერს ნიშნავს,მათ ყველამ მოუგო ე.ი ისინი ძალიან სუსტები არიან და საზომად არ გამოდგებიან.რაც შეეხება კოკოშკოვს კი ბატონო კარგი კაცია,ამოგყვანა წუმპედან,მაგრამ უკვე დიდი ხანია ამოწურა თავისი შესაძლებლობები,ახლა სხვა ყაიდის მწვრთნელი გვჭირდება,რა არის აქ გაუგებარი.
roma
15:25 09-09-2013
0
უკვე ყველასთან ტოლსწორად შეგვიძლია თამაში,ეს კარგია,ორი წამყვანი გვაკლდა,რაც დიდი ძალაა,ბიჭებმა კარგად ითამაშეს და მწვრთნელის მუშაობაც ძალიან დასაფასებელია,თუ მოვიგებთ თამაშს,ყველა ცაში აგვყავს,თუ წავაგებთ-მიწასთან უნდა გავასწოროთ,ეს არ არის გულშემატკივრობა,ხან მოგება იქნება და ხანაც წაგება,ამ ვითომ კრიტიკოსების ვერ გავიგე რა...
tazo
14:36 09-09-2013
0

სიახლეები პოპულარული