იგორ კოკოშკოვის გუნდმა შეხვედრის პირველი მეოთხედი ფრედ, ანგარიშით 17:17 დაასრულა, მეორე მეოთხედი კი ქართველმა კალათბურთელებმა დიდი სხვაობით დათმეს და დიდ შესვენებაზე ანგარიშით 29:41 გავიდნენ.
ჩვენი ნაკრები მესამე პერიოდშიც დამარცხდა და ამჯერად ესპანელებმა უკვე 23-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს - 39:62.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე უკვე ჩაატარა 4 შეხვედრა, სადაც სამში დამარცხდა და მხოლოდ ერთი მოიგო. ჩვენმა ნაკრებმა 8 სექტემბერს ჩეხეთთან წაგებით კი ჯგუფიდან გასვლის შანსი საბოლოოდ დაკარგა.
ასევე
საქართველო-ჩეხეთი 79:95 - გადავი-ჩეხეთ [VIDEO]
საქართველო-სლოვენია 68:72 - მსაჯობამ გვაჯობა! [VIDEO]
საქართველო-ხორვატია 76:77 - რა ცოტა დაგვაკლდა... [VIDEO]
საქართველო-პოლონეთი 84:67 - ქართული "ჰოთ დოგი" [VIDEO]