აღნიშნული ნაკრებები ფიბა-მ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში მიიწვია, რომელიც 4-10 ივლისს სამ ქვეყანაში - ფილიპინებში, სერბეთსა და იტალიაში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ რიოს 2016 წლის ოლიმპიადისთვის 2 საგზური ევროპის ქვეყნებისთვის ევრობასკეტ 2015-ზე გათამაშდა. პირდაპირი საგზურები ევრობასკეტ 2015-ის ფინალისტებმა ესპანეთმა და ლიტვამ მიიღეს.
ევროპის ჩემპიონატზე ასევე გათამაშდა ოლიმპიადის დამატებითი საკვალიფიკაციო ტურნირის საგზურები, რომელიც რეგლამენტით მე-3-მე-7 ადგილებზე
ესენი არიან: საფრანგეთი, სერბეთი, იტალია, საბერძნეთი, ჩეხეთი.
ამ გუნდებს ფიბა-მ საკუთარი შეხედულებისამებრ დაამატა ლატვია, რომელიც ევრობასკეტზე მერვე ადგილზე გავიდა; ასევე, თურქეთი და ხორვატია.
Sportall.ge დაინტერესდა, თუ რატომ მიიღო ე.წ. საჩუქარი ამ სამმა ქვეყანამ და არა საქართველომ, რომელიც თურქეთისა და ხორვატიის მსგავსად, ევრობასკეტ 2015-ზე მერვედფინალში დამარცხდა. კომენტარისთვის კი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურს დავუკავშირდით.
- ფიბა-მ ლატვია, ხორვატია და თურქეთი ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიწვია. ხორვატიას და თურქეთს ევრობასკეტზე ჩვენნაირი შედეგი ჰქონდა. რატომ მისცეს შანსი მათ და არა ჩვენ?
- ეს გადაწყვეტილება მიიღო მსოფლიო ფიბა-მ, რომელმაც იხელმძღვანელა თავისი რეიტინგით. ასე რომ, ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენებ შედეგებს არანაირი მნისვნელობა არ ჰქონია გადაწყვეტილების მიღებისას.
- ფედერაციას არ შეეძლო საერთაშორისო კავშირების გამოყენებით რამის გაკეთება, რომ ჩვენთვის მიეცა ფიბა-ს ეს შანსი?
- აქ კავშირები და სხვა გზები არ არსებობს, რადგან გადაწყვეტილება რეიტინგით მიიღეს, რეიტინგზე გავლენას კი ვერავინ მოახდენს.
საქართველოს ნაკრები ფიბა-ს მსოფლიოს რეიტინგში 47-ე ადგილზე იმყოფება, ხოლო თურქეთი მე-8-ზეა, ხორვატია კი მე-12-ზე.
ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის საგზურები მოიპოვეს სხვა კონტინენტის გუნდებმაც და მათი საერთო რაოდენობა 18-ს შეადგენს.
ესენი არიან:
ევროპა: იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი, სერბეთი, ჩეხეთი, ლატვია, ხორვატია, თურქეთი
აზია: ფილიპინები, ირანი, იაპონია
აფრიკა: ანგოლა, ტუნისი, სენეგალი
ამერიკა: კანადა, მექსიკა, პუერტო რიკო
ოკეანია: ახალი ზელანდია.
ეს 18 გუნდი 26 იანვარს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში მდებარე ფიბა-ს შტაბბინაში ბრმა კენჭისყრით 3 ჯგუფში გადანაწილდება და ამ ჯგუფებს 4-10 ივლისს უმასპინძლებენ იტალიური ტურინი, ფილიპინური მანილა და სერბული ბელგრადი. ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის მონაწილე სერბეთი, იტალია და ფილიპინები საკუთარ ქვეყანაში ითამაშებენ. ოლიმპიადის საგზურს მიიღებს თითოეული ჯგუფის გამარჯვებული.