სლოვაკეთი-საქართველოს მატჩის ლაივ-სთრიმით არჩვენების გამო, FIBA სლოვაკეთს სანქციებს დააკისრებს

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ფეისბუქის გვერდზე განცხადება გავრცელდა, სადაც ახსნილია მიზეზი, თუ რატომ არ შედგა სლოვაკეთი-საქართველოს მატჩის ინტერნეტში ლაივ-სთრიმით ჩვენება.

"მეგობრებო! სლოვაკეთის ფედერაციას უნდა უზრუნველეყო ლაივ-სთრიმი სლოვაკეთი-საქართველოს შორის. მოგვაწოდეს ბმული (ლინკი), რომელზედაც უნდა შემდგარიყო ჩვენება.

შეიქმნა ტექნიკური ხარვეზი სლოვაკეთის მხრიდან, რომლის აღმოფხვრასაც ცდილობდნენ ორგანიზატორები, მაგრამ როგორც მეორე ტაიმის დაწყებამდე გაირკვა, ხარვეზის აღმოფხვრა ვერ მოხერხდა. ამის გამო FIBA-სგან სლოვაკურ მხარეს დაეკისრება შესაბამისი სანქციები!

ჩვენის მხრივ, ბოდიშს გიხდით გულშემატკივრებს შემნილი სიტუაციისთვის!", - ნათქვამია განცხადებაში.

თავის მხრივ, sportall.ge-ს ადმინისტრაციაც ბოდიშს უხდის გულშემატკივარს, მისდა
უნებურად, შეცდომაში შეყვანის გამო.
მკითხველის კომენტარები / 4 /
სლოვაკეთიდან სიგნალი თუ არ წამოვიდა როგორ გადმოცემდნენ მერე?
butunichi
00:17 04-09-2016
0
"gulo"-ს. რას ქვია ვიტყუებით. იქნებ შენ გაქვს სხვა ინფორმაცია და გვითხრა რა მიზეზით არ მოხდა ჩვენება. როგორ შეიძლება ეგეთი რამის დაბრალება.
ორი დღის წინ სლოვაკეთის მხარემ სატელევიზიო სიგნალის მოცემაზე უარი განაცხადა, ანუ ტელევიზიიტ პირდაპირი ტრანსლაცია რომ არ მოხდებოდა, უკვე ცნობილი იყო. დღეს კი ინტერნეტითაც არ გაუშვეს მატჩი, რაც ფიბა-ს წესების დარრვევაა. მიზეზად ტექნიკურ პრობლემებს ასახელებენ. ამას მატჩის კომისარი ასახავს.
ნიკოლოზი
23:06 03-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული