ქართველი ცენტრის "გოლდენ სტეიტმა" "კლიპერსს" უმასპინძლა და ანგარიშით 123:113 დაამარცხა.
ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო. 18:08 წუთში ქართველმა კალათბურთელმა 6 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 4 ბლოკი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ზაზამ 3-დან სამივე ორქულიანი ჩააგდო, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
აღსანიშნავია, რომ ფაჩულიამ შეხვედრაში ყველაზე მეტი (4) ბლოკი გააკეთა.
ყველაზე მეტი, 35 ქულა სტეფ კარიმ ჩააგდო. სამმაგ დუბლამდე 3 პასი
"კლიპერსიდან" ორმაგი დუბლით დეადნრე ჯორდანი გამოირჩა, რომელმაც 17 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა.
ამ მატჩის შემდეგ "გოლდენ სტეიტს" 48 გამარჯვება და 9 მარცხი დაუგროვდა, რაც NBA-ში საუკეთესო მაჩვენებელია.
მომდევნო შეხვედრას ზაზა ფაჩულიას გუნდი შინ "ბრუკლინ ნეთსთან" 26 თებერვალს, ჩვენი დროით 07:30 საათზე გამართავს.
პ.ს. სტეფან კერი კი დღევანდელი თამაშით ალბათ თებერვლის შაქტინებში მოხვდება, დაველოდოთ შაქილს.