ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 18:32 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 2 ქულა, 3 პასი და 6 მოხსნა მოაგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. ზაზამ 5-დან მხოლოდ ერთი ორქულიანი ჩააგდო.
ყველაზე მეტი, 25-25 ქულა კლეი ტომპსონმა და აიზია ტომასმა მოაგროვეს, სტეფ კარიმ 23 ქულა ჩაიწერა აქტივში, დრეიმონდ გრინმა კი 13 ქულა ჩააგდო.
ამ მარცხის
მომდევნო შეხვედრას ზაზა ფაჩულიას გუნდი 11 მარტს სტუმრად "მინესოტასთან", ჩვენი დროით 05:00 საათზე გამართავს.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
ორლანდო-ჩიკაგო 98:91
ატლანტა-ბრუკლინი 110:105
მაიამი-შარლოტი 108:101
ჰიუსტონი-იუტა 108:115
ინდიანა-დეტროიტი 115:98
მილუოკი-ნიუ იორკი 104:93
მინესოტა-ლოს ანჯელეს კლიპერსი 107:91
ნიუ ორლეანი-ტორონტო 87:94
სან ანტონიო-საკრამენტო 114:104
დენვერი-ვაშინგტონი 113:123
მესამე მეოთხედში მივხვდი რომ წააგებდნენ და შევეშვი ყურებას, სანამ დურანტი არ დაბრუნდება აზრი არა აქვს ამათი ფარჩაკი თამაშების ყურებისას ნერვების შლას.
ზაზასაც მაგ ჩატენვის გარდა საერთოდ რომ არ ესროლა ერჩივნა, იმდენად უსუსური სროლები გამოსდიოდა საშუალო დისტანციიდან.