10:34 11-03-2017
ზაზა ფაჩულიას აქტიურობამ "გოლდენ სტეიტს" მინესოტაში ვერ უშველა [VIDEO]
AutoSharing Option
თითქმის მთელი თამაში "გოლდენ სტეიტი" მდევრის როლში იყო და ბოლო წუთზე მოახერხა დაწინაურება, თუმცა გადამწყვეტ მომენტში სტუმრებს არ გაუმართლათ და გამარჯვება მინესოტელებს დარჩათ.
ქართველი ცენტრი ამ მატჩში ერთ-ერთი მთავარი მოქმედი ფიგურა იყო. ფაჩულიამ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე 26 წუთი გაატარა. ზაზა არ იყო დროში შეზღუდული და ჩაატარა სრულყოფილი მატჩი, როცა ის აქტიურად იყო ჩართული როგორც დაცვით, ისე შეტევით მოქმედებებში და საბოლოოდ საკმაოდ შედეგიანადაც გაისარჯა. მესამე პერიოდში, როცა ზაზამ საკუთარი შესაძლებლობების მთელი სპექტრი წარმოადგინა - ჩაჭრა, დააფარა, მოხსნა, პასები აკეთა, ბურთი ჩააგდო და ბლოკები დააყენა - სატელევიზიო კომენტატორებმა ქართველის მიმართ ქების სიტყვები არ დაიშურეს და კარგა ხანს მასზე მხოლოდ დადებით კონტექსტში საუბრობდნენ. "დალასში" მისი შედეგიანი თამაშიც გაიხსენეს.
ბოლო წუთზე ზაზა აქტიურად იყო ჩართული მოედანზე მიმდინარე მოქმედებებში და შეხვედრის დასრულებამდე 30 წამით დაჯარიმდა ენდრიუ უიგინსზე, რომელმაც ორივე სროლა ააცილა და მინესოტელთა 1-ქულიან ლიდერობას ვერაფერი შემატა. ამის შემდეგ სტეფ კარიმ ოკლენდელები დააწინაურა და შეტევაზე ისევ უიგინსი წამოვიდა, რომელზეც საფინალო სირენამდე 12 წამით ადრე ზაზამ მე-6 პერსონალური ფოლი მიიღო და მოედანი დატოვა. უიგინსმა ამჯერად ორივე საჯარიმო ჩააგდო და "მინესოტა" 103:102 დააწინაურა. სტეფ კარიმ ვეღარ მოახერხა დამაწინაურებელი სროლის ჩაგდება და "გოლდენ სტეიტი" დამარცხდა.
ფაჩულიას მონაგარმა 26 წუთში 9 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება შეადგინა. ზაზამ თამაშიდან შეუცდომლად ისროლა, 4-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო მისი 2 საჯარიმოდან მიზანს ერთმა უწია. მატჩის ბომბარდირი 30 ქულით კლეი ტომპსონი გახდა, 26 ქულა და 7 პასი კარიმ მოაგროვა. მინესოტელებს 24 ქულით უიგინსმა ულიდერა, კარლ ენტონი თოუნსმა 23 ქულა მიითვალა.
52 მოგებითა და 13 მარცხით "გოლდენ სტეიტი" ლიგის ლიდერია, მის მდევარ "სან ანტონიოს" კი 50 მოგება და 14 მარცხი აქვს. სწორედ "სან ანტონიოსა" და "გოლდენ სტეიტის" შეხვედრა გაიმართება 12 მარტს ტეხასში, სადაც ზაზა ფაჩულიას გუნდი მინესოტადან დღეს ჩაფრინდება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
სამ ქულიანებს საერთოდ აღარ მისდით, თან ორქულიანებიც უჭირთ, ან გადაიღალნენ ან კავალერებმა მწარედ დაწყევლეს ან კიდევ ჯადო გაუკეთეს.
0
0
ჯერ ერთი გოლდენი ფარჩაკი სულაც არ არის. ხანდახან გუნდს რობოტობა არ გამოდის. იგუდალა ასაკშია. გრინს გაუჭირდა. ამის გამო, საერთოდ დროულად მიიღეს დურანტი. ზაზაც შველის გარკვეული მასშტაბით. კავალიერსს თავი დაანებეთ, უნამუსოები ნუ იქნებით. ლებრონი მაინც დიდებულია და თან უაღრესად კარგად აღზრდილი პიროვნება. შარშან კარიმ მამაძაღლობა დაუწყო. ითმინა კაცმა ითმინა, არც დაულეწია კარი და არაფერი, მხოლოდ გააფრთხილა. მან კი პატარა ქუჩის ბიჭივით გამოიწვია და თან ისე გამოიწვია მთლიანად ააფეთქა ლებრონი და ბოლოს ყველამ დაინახეთ რა უყო მან ვარსკვლავბიჭუნას. შემდეგ მთელი გუნდიც აღტაცებული აჰყვა და მოხდა სასწაული. ახლა მართალია აგებს ხოლმე კავალიერსი, მაგრამ ნახეთ რა ფინალი იქნება. ეს ხომ საუკუნის მატჩები იქნება. იქნება.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული