ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ნიუ ორლეანს" იოლად მოუგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"გოლდენ სტეიტის" სადღეისო 2 კარგი ამბავი: 40-დღიანი იძულებითი უქმობის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა კევინ დიურანტი, ხოლო ოკლენდელებმა მორიგი გამარჯვება შინ, "ნიუ ორლეან პელიკანსთან" მოიპოვეს. მასპინძლებმა იოლი მოგება გაიფორმეს - 123:101.

ზაზა ფაჩულიას გუნდმა რეგულარული ჩემპიონატის მოგება და შესაბამისად, პლეი ოფში უმაღლესი განთესვა რამდენიმე დღის წინ გაინაღდა. დღეს კი მათ დიურანტიც დაუბრუნდათ, რომელიც რეგულარულში დარჩენილ რამდენიმე მატჩს ფორმაში შესასვლელად გამოიყენებს.

სწორედ ასეთად ჩაითვლება ოკლენდელების მატჩი "ნიუ ორლეანთან". დიურანტმა 31 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლს უწია - 16 ქულა, 10 მოხსნა და 6
პასი. ზაზა ფაჩულიაც სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 22 წუთში 2 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი 1-ჯერ დაკარგა. ოკლენდელთაგან საუკეთესო შედეგი კლეი ტომპსონმა დააფიქსირა, რომელმაც 27 წუთში 20 ქულა მიითვალა.

რეგულარული ჩემპიონატში ოკლენდელებს 2 მატჩი დარჩათ გასამართი, სადღეისოდ კი 66 მოგება და 14 მარცხი გააჩნიათ.

მორიგი შეხვედრა "გოლდენ სტეიტს" 11 აპრილს, ისევ შინ - "იუტა ჯაზთან" ელის. ფაჩულიას გუნდი რეგულარულ ჩემპიონატს 13 აპრილს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" საშინაო შეხვედრით დაასრულებს.

gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
Mtavaria goldeni chempioni gaxdes am sezinshi da zaza taivis aqtuvshi chaiwetos cchempionis tituli.torem axali sezonudan uketesi anazgaurebut gadava nebismier sxva klybshi sadsc itsmashebs erti sami weli da egaa. Ar kmara ?
Jeims
23:51 09-04-2017
0
საღოლ ზაზა,2 ქულა ცოტა არ არის მითუმეტს 2 პასიც გაუკეთებია. ზაზამ და გოლდენ სტეიტმა მოიგეს!-ნუ წერთ ასე რაა. ზაზა რაშუაშია?
misha
22:17 09-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული